რეკლამა
  • 2018-05-22
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 851

კომენტარები დღეს: ( 0 )
სულ: ( 3477 )
ემზარი ადმინისტრატორი 2018-05-21 განცხადება ემზარი

მადლობა, ნათია, გაიხარე! :)

3477
ნათია ჯანაშია ავტორ-რედაქტორი 2018-05-20 ჯადოსნური ჩანთა თაზო ქიზიყელი

ნამეტანი ჩახლართულია ბოლო სტროფი. ისე, მართაზე დაწერილ ლექსებზე გულგრილი ვერ ვიქნები... :)

3476
ნათია ჯანაშია ავტორ-რედაქტორი 2018-05-20 განცხადება ემზარი

ვაა, არაფერიც არ დამვიწყებია. სამკითხველოშია! :)

3475
ნათია ჯანაშია ავტორ-რედაქტორი 2018-05-20 განცხადება ემზარი

ემზარ, საიტის წესები დამვიწყებია... ჯერ სამკითხველოში უნდა გადამეგზავნა და მერე უნდა შემეფასებინა... არა უშავს, ვინმე გვიშველის. :) მარტივი და საყვარელია... :)

3474
პალატამერვე ავტორი 2018-05-12 ოჯახობანა ლანა მანველი

ესეც ხომ ნამდილია. ასეთიც. როგორიც არის

3473
ფოტინე რედაქტორი 2018-05-09 აკრობატი ნათია ჯანაშია

რას ვერჩით ნეტა ბატს? დავიჯერო, ქათამი, ინდაური, იხვი ძალიან ჭკვიანები არიან?

3472
ემზარი ადმინისტრატორი 2018-04-26 * * * ნათია დაშნიანი

ლამაზი და მშვენიერი!

3471
ნათია დაშნიანი მკითხველი+ 2018-04-26 * * * ნათია დაშნიანი

მადლობა ტატო.

3470
ტატო ახალი მკითხველი 2018-04-22 * * * ნათია დაშნიანი

ძააააააან ლამაზია, მალე ზეპირად მეცოდინება.

3469
მარი მემანიშვილი მკითხველი+ 2018-04-18 სიკვდილი ფლეგმატურად მირიან მერცხალაძე

მირიანი ერთ ერთ კრებულში ჩემი მეზობელია : მოგიკითხე მირიან

3468
მირიან მერცხალაძე მკითხველი 2018-04-16 სიკვდილი ფლეგმატურად მირიან მერცხალაძე

მადლობა. გაიხარეთ!

3467
ემზარი ადმინისტრატორი 2018-04-16 სიკვდილი ფლეგმატურად მირიან მერცხალაძე

მირიან, მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ლიტერატურულ საიტზე. გისურვებთ წარმატებებს!

3466
ემზარი ადმინისტრატორი 2018-04-14 ***** დიკე

დიკე, მოგესალმებით, წარმატებებს გისურვებთ!

3465
დათო მკითხველი 2018-04-11 დუმს ტელეფონი დათო

:)

3464
დათო მკითხველი 2018-04-11 დუმს ტელეფონი დათო

გმადლობთ

3463
არმენ არუთინოვი ავტორი 2018-04-11 სუნთქვის შემგროვებელი ნათია როსტიაშვილი

მეორედ წავიკითხე, რამდენიმე წლის შემდეგ :) კარგია, კარგი, ძალიან ორიგინალური იდეაა. ალბათ ადრეც ამას გეტყოდი, რომ ძალიან მომეწონა, მაგრამ ხელოვნების ყველა სფეროში მიყვარს ესთეტიკა. რწყევა არ/ვერ მომწონს, როგორ მხატვრულადაც არ უნდა იყოს აღწერილი და მომკალით. ,,ფეხებზე მკიდიაც" - ცოტა ზედმეტი ექსპრესიაა მგონი, მარტივად შეეძლო არ ეპასუხა ზარზე. თუმცა ამ ყველაფერს არ შეუშლია ხელი, რომ უმაღლესი ქულით შემეფასებინა. ნამდვილად კარგი მოთხრობაა და პრინციპში ნათიას ნიჭიერებასა და შესაძლებლობებში ეჭვი არც არასდროს მეპარებოდა. წარმატებები ისევ და ისევ და გილოცავ მეორე კრებულის გამოცემას!

3462
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-04-10 დუმს ტელეფონი დათო

ბოლო ორი ხაზის გამო გავუშვი სამკითხველოში :)

3461
ემზარი ადმინისტრატორი 2018-03-29 წასვლა პალატამერვე

ძალიან კარგია, მომეწონა!

3460
ემზარი ადმინისტრატორი 2018-03-27 ფოსტალიონი კუ ემზარი

მადლობა ირმა, გაიხარე!

3459
ემზარი ადმინისტრატორი 2018-03-18 ფოსტალიონი კუ ემზარი

მადლობა ბატონო მიშა, შეფასებისთვის!

3458
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-03-18 ფოსტალიონი კუ ემზარი

კარგია... :) რა ვქნა, ვერ დავიმახსოვრე ჯერ უნდა გავუშვა თუ ჯერ შევაფასო... არა და, გადაგზავნა მინდოდა სამკითხველოში :) ემზარ, მიმართე თვითმომსახურებას და ჰქმენ ეგ კეთილი საქმე! :)

3457
ნათია დაშნიანი მკითხველი+ 2018-03-09 * * * ნათია დაშნიანი

თაზო, ემზარ -თქვენც დიდი მადლობა ჩემგან.

3456
ნათია დაშნიანი მკითხველი+ 2018-03-09 * * * ნათია დაშნიანი

როგორ ხართ მიშა? ...ძალიან გამახარა საიტზე თქვენმა გამოჩენამ. რაც შეეხება ლექსს, შენიშვნები მიღებულია. მადლობა ყურადღებისთვის.

3455
თაზო ქიზიყელი მკითხველი+ 2018-03-08 * * * ნათია დაშნიანი

აქაც მოგიწონე ნათი.

3454
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-03-08 * * * ნათია დაშნიანი

უჰ, რა მუხტიანი მელოდია მოდის! რა ლამაზი გადასვლაა - ერთიმეორეზე ჰარმონიული ფრაზიდან ფრაზაზე... ლამაზია, ძალიან ლამაზი... თუმცა, მესამე ხაზში ატმებთან წერტილით ჩავკეტავდი, თორემ გამოდის გაზაფხულს ეწვის დასახეთქი კვირტები და არა ატმებს... ცოტა "ლოყაწითელი ალუბლები" ვერ მოიხდინა ნათქვამმა... ვერ არის ალუბალი ლოყაწითელი (თავფეხიანად წითელია). ...და მაინც ხუთიანი!

3453
მარი მემანიშვილი მკითხველი+ 2018-03-06 ბოლო სურვილი მარი მემანიშვილი

ახლა მე დავრჩი სასიამოვნოდ გაკვირვებული:) ეს საბრალო "უკუღმართი ' ლექსი რამდენიმე თვეა ასეთი ფორმით არსებობს: არასდროს მინდოდა მქონოდა ქოხი... და ასე შემდეგ ... მერე აქ გამოქვეყნების დროს რატომ, რა ძალამ მიბიძგა, წინ გადმომეწია ეს სიტყვა, არ ვიცი... კი ბატონო, ახლავე გადავა იმ ადგილზე, სადაც აქამდეც იყო. თქვენ კი, დიდი მადლობა, ამდენი დრო რომ დახარჯეთ , ამ ლექსად წოდებული სურვილისათვის. ჭრიჭინობელები კი დღისით გამიგონია მე და ალბათ იმიტომ, რომ ღამით გულიანად მძინავს :)

3452
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-03-06 ბოლო სურვილი მარი მემანიშვილი

"არასდროს მინდოდა ქოხი მქონოდა, მდინარის პირას , დღისით ჭრიჭინების ხმაურით და ბაყაყების ყიყინით. არც გრძელფეხება თხა მინდოდა მყოლოდა , არც ქოხის ახლოს, გრძელ თოკზე საქანელა, და მინდოდა, არ მყვარებოდი შენ! ბოლო სურვილის გარდა , ყველა ამიხდა..." ერთ ნიუანსზე მინდა გავამახვილო ყურადღება და მარი, გთხოვ, ყურადღებით გაიაზრო: ჩვენი ენის თავისებურებების გათვალისწინებით, ანუ ის, რომ ჩვენ ოფიციალური მახვილები არ გაგვაჩნია ენაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფრაზაში სიტყვების თანმიმდევრობასა და ადგილს. ანუ, ჩვენი ენისთვის კანონი "შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება" - არ მუშაობს! კონვენციურ ლექსში, გვინდა არ გვინდა, იმისათვის, რომ რითმა-ზომა მოვაწესრიგოთ, ხშირად ვუცვლით სიტყვებს ადგილს და ამას პოეტურ ენას ვარქმევთ... მაგრამ, როცა კანონიკური რითმებისგან თავისუფალ პოეტიკას მივმართავთ, იქ უკვე აზრისა და ფრაზის გამართულობის საკითხი მოდის პირველ ხაზზე და სწორედ მათი ძალისხმევით იქმნება მელოდია. აი, რას ვგულისხმობ: არასდროს მინდოდა ქოხი მქონოდა, - ამ პირველივე ხაზის წაკითხვისას, აქცენტი მოდის სიტყვა "ქოხზე" და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ავტორს არა ქოხზე, არამედ უფრო მეტზე, მაგალითად სასახლეზე (ან ვილაზე) ჰქონდა პრეტენზია... მდინარის პირას. მე ხომ ვიცი, რომ შენ ეს არ გიგულისხმია?! ამიტომ თუკი მოცემულ სიტყვას თავის კუთვნილ ადგილს მივუჩენთ, მომენტალურად დალაგდება აღქმაც და ფრაზაც გაიმართება. არასდროს მინდოდა მქონოდა ქოხი, (რომელიც)... - უკვე გასაგებია, რომ ავტორი ქონებას არ ნატრობდა და მერე კიდევ უფრო მეტი დაკონკრეტებაც მოდის - სად და როგორი ქოხის ქონაზე არ უოცნებია ავტორს - მდინარის პირას, საქანელათი და ასე შემდეგ. ანუ სულ სხვა ხარისხია "არასდროს მინდოდა ქოხი" და სულ სხვა - "არასდროს მინდოდა მქონოდა"! უკაცრავად, რომ ამ "პატარა" გადაცდომაზე ამხელა აყალ-მაყალი ავტეხე, მაგრამ მერწმუნე, პოეტიკაში და მითუმეტეს მინიმალისტურ ლექსში, ამას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს... თუ, ცხადია, საერიოზულად ვეკიდებით საკეთებელს. რაღაი ამდენი ვთქვი... ბარემ დავამატებ: არ ვიცი, რატომ გამოიკვეთა დღის პერიოდი მოცემულ სურათში, როცა ღამით უფრო აქტიურები ხდებიან ჭრიჭინებიცა და ბაყაყებიც; ...და ბოლოს, თუკი ბაყაყები ყიყინებენ, ჭრიჭინებმა რა დააშავეს? - რატომ არ ჭრიჭინებენ და რატომ ხმაურობენ? ზოგადად კი ნამდვილად მომეწონა ეს უკუღმრთი ლექსი! :)

3451
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-03-05 ### განთიადელი

თამამად ისე ვერ იტოტება ცის სიღრმეში, გაიხარე... პირველთქმულის ჩასწორება ისე, რომ განცდა ხელუხლებელი დარჩეს, ძნელია. აქ კი იუველირულად მოგიხერხებია! რაღაი ასეა, კიდევ ერთს გეტყვი... ვფიქრობ, შედარებით უმტკივნეულოს: ისე თამამად ვერ იტოტება ცის სიღრმეში - ასე სჯობს აზრობრივადაც და გამართულობითაც. თან, მგონი, არაფერი ფუჭდება. ანუ, ზოგადად თამამია ყველა ვარიანტში, მაგრამ თუ მიწას საგულდაგულოდ არ არის მოჭიდებული, ისე თამამი მაინც ვერ არის...

3450
განთიადელი მკითხველი 2018-03-04 ### განთიადელი

მიშა, თემურ, მარი, გმადლობთ. მე სამშობლო-მიწას არ ვგულისხმობდი, იმ მიწას ვგულისხმობდი, სადაც პოეტს ახლობელი ადამიანები ჰყავს მიბარებული. პრინციპში, ესეც სამშობლო-მიწის ნაწილია. კარგი ვარიანტი შემომთავაზეთ. უკვე შევცვალე.

3449
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-03-03 ### განთიადელი

ხეს გავს პოეტი - თამამად ისე ვერ იტოტება ცის სიღრმეში, მიწა-ტკივილი თუკი მჭიდროდ არ ადგას ფესვზე. ფოთლებს იცვენს, როცა მიწასთან მეტად უნდა შეხება. კეთილგანწყობით გამეცინა, - ბავშვობიდან ჩარჩენილი "პოეტის დანიშნულება" :) ...არა და, ასეა... :) ამ მოცემულ სტროფში (პრინციპში, დამოუკიდებელ ნაწარმოებში) მეორე და მესამე ხაზის ერთიანი ფრაზა ზედმეტად გადაპრანჭულადაა დალაგებული... კისერს მოიტეხავს კაცი. მისი შველა ასე მესახება: სიტყვა "თუკი" მესამე ხაზის თავში თუ გადმოვა, ცოტა ამოისუნთქავს ფრაზა. ...და კიდევ: "მეტად" ობოლივით გამოიყურება... თავის კუთვნილ მეწყვილე სიტყვას ითხოვს აქ განსაკუთრებით - "უფრო მეტად". ...და კიდევ: "ცის სიღრმე" თავისთავად არ არის ცუდი ხატი, მაგრამ როცა ხესთან დაკავშირებით ვამბობთ, რომლისთვისაც "მიწის სიღრმე" ერთობ აქტუალურია, ძალაუნებურად ფუჭდება ცის სივრცის იმიჯი... ანუ, კონკრეტულად ამ შემთხვევაში არ მომივიდა თვალში სიტყვა "სიღრმე" ცის პარტნიორად. დანარჩენები (და ესეც) კარგია...

3448
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-03-02 ჩრდილები არ ორსულდებიან მარი მემანიშვილი

სასვენი ნიშნები კი იმიტომ არ აქვს, რომ ჩრდილები არც სასვენ ნიშნებს ხმარობენ :)) ჰა, ჰა... ქვიტკირივით არგუმენტია! :)

3447
მარი მემანიშვილი მკითხველი+ 2018-03-02 ჩრდილები არ ორსულდებიან მარი მემანიშვილი

მადლობა, ბატონო მიშა გავითვალისწინებ ვნახოთ, რა გამოვა... სასვენი ნიშნები კი იმიტომ არ აქვს, რომ ჩრდილები არც სასვენ ნიშნებს ხმარობენ :)) (ხუმრობით, რაღა თქმა უნდა.)

3446
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-03-02 ჩრდილები არ ორსულდებიან მარი მემანიშვილი

წუხელ ვფიქრობდი და "ვიქცეოდი" არ არის შეცდომა... სწორი ფორმაა, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც უხეიროდ ჯდება... მაგალითად, - ნეტამც, ჩრდილად მაქცია - აქ კარგად ზის... ჩრდილად ვიქეც... - აქაც კარგია, რადგან გასულია ორმაგი გაგების (ქცევა, როგორც მოქცევა და ქცევა, როგორც გარდასახვა) საშიშროებიდან. ანუ, ავტორის ნებაზე ვტოვებ საკითხს.

3445
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-03-02 ჩრდილები არ ორსულდებიან მარი მემანიშვილი

ჩრდილები არ ორსულდებიან... არც ვნება გააჩნიათ არც ცეცხლში იწვებიან ვენები უსისხლო და არც ღალატის დროს იცლებიან წვეთწვეთად... თუმცა... არჩევანი რომ მქონდეს, ახლა შენს ჩრდილად ვიქცეოდი მარი, არ ვიცი, შეგნებულად თუ დატოვე უსასვენნიშნებოთ ეს ლექსი, მაგრამ აშკარად მოუხდა. დიდი ვერაფერი ექსპერტი ვარ, მაგრამ მე მომეწონა! :) "იწვებიან" არა... - იწვიან! ხოლო თუ დაწვის საბოლოო შედეგი გვინდა - დაიწვებიან! არსებობს სიტყვა ქცევა... და არსებობს გადაქცევა (გარდასახვა). შენთან მეორე ვარიანტია და ამიტომ უნდა იყოს - გადავიქცეოდი. გაითვალისწინე ეს შენიშვნები და ვნახოთ ზომაში როგორ ჩასვამ.

3444
მარირა მკითხველი 2018-02-27 პოემა„განდეგილი“და ილიას თანამედროვე ლიტერატურული კრიტიკა მარირა

ატვირთავ იმ ფაილსაც, სადაც ჩანს ჩემი აზრიც... მადლობა, რომ წაიკითხეთ. თანამედროვეობას რაც შეეხება, მეწერა ილიას თანამმედროვე კრიტიკა, სწორედ რასაც ეყრდნობოდა ნაშრომი.

3443
ტატო გოგოლაძე ავტორი 2018-02-23 The End of a Love Story ტატო გოგოლაძე

მადლობ მიშა. დიდი მოკითხვა ჩემგან :)

3442
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-02-23 ფანტომი გიო ზედვაკელი

ბრავო, გიო...

3441
მიშა რატიანი რედაქტორი 2018-02-23 The End of a Love Story ტატო გოგოლაძე

კაი კაცი ხარ შენ, ტატო! The End of a Love Story - აბა, ერთი წამით მოხსენით სათაური ამ მინიატურას და ნახავთ რა სრული ბოდვა ტექსტია! მთელი ტექსტი სათაურზე მუშაობს და... თავისი "ფილოსოფიური" განსჯით დასაწყისში... ვიდრე ვიღაცის სულელურ სიცილამდე - ერთი პატარა, ძალიან ფარულ-ემოციური პანაშვიდია დამთავრებული სიყვარულისა! მუშაობს ყველა ფრაზა და ყველა სიტყვა... მეცინება, იმდენად ზუსტად გაწერილია ნერვის აჩქარება! :) მართლაც რა უმწეობაა, ტრუსებამდე სველი რომ ხტუნავ გუბეებზე - მაშინ, როცა სიყვარული (წვიმა) უკვე მორჩა და აღარაფერი შველის (სისველეს)...

3440
განთიადელი მკითხველი 2018-02-22 ჩანაწერებიდან განთიადელი

ყოველთვის, როცა ჭკუასაკითხავი ადამიანი ჩემი ნაწერისადმი დადებით აზრს გამოხატავს, მიხარია, მაგრამ თავდაჯერებას ეს ვერ მმატებს. ვფიქრობ: ვინ იცის რა კრიტერიუმით შემაფასა, ვითომმწერლების ფონზე, თუ დილეტანტისთვის არაუშავს - კრიტერიუმით. ძალიან საინტერესოა ავტორისგან დამოუკიდებლად მკითხველისკენ როგორ გაიკვლევს გზას ნაწარმოები. (არამარტო - ჩემი) . როგორც ჩანს არ გამოდის. ვერთობი, ბატონო მიშა. ვერთობი და ვისვენებ ლიტ.საიტებზე. თუმცა, ისეთ ჯარისკაცს რა ვუთხარიო... ფეისბუქზე თითქმის არსაფერს ვპოსტავ. სადღაც უნდა წამეღო ეს ემოცია და აჰა. ისე კრიტიკას ალესილი ხანჯლით არ ვხვდები.

3439
ემზარი ადმინისტრატორი 2018-02-22 ჩანაწერებიდან განთიადელი

იქნებ ღირდეს ,,დეტალური განხილვა" ბატონო მიშა, მართლაც ,,უცნაური რამაა ფიქრი"

3438