რეკლამა
  • 2019-09-23
  • რეგისტრირებული წევრი - 255
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 965

„ბუკნაჭო“ - აი, ასეთი საყვარელი სახელი ერქვა საბავშვო ლექსების კონკურსს და აბა, როგორ არ უნდა დამეწერა რამე?!   დავწერე და გავგზავნე კიდეც! აი, ეგეთი ყოჩაღი გოგო ვარ; გოგო ვარ აბა, რა!  ჩემმა ერთმა შვილიშვილმა (ექვსიდან) ხომ მკითხა ერთხელ, - შენ გოგო ბებო რატო ხარო?  როდის მკითხა? - როდის და, სასრიალოზე მაგაზე უფრო მეტჯერ რომ ჩამოვსრიალდი, მაშინ...

დამიბარეს კონკურსის ფინალზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხუთშაბათს, 15 დეკემბერს, 18:00 საათზე.  მე წესით, მაგ დროს ვმუშაობ, მაგრამ შატალო გავაკეთე სამსახურში, მოვკიდე ხელი ბავშვებს და მივცუნცულდით.

ეგ პროექტი ლიკა ჭელიძემ და ლაშა ბიბიჩიძემ მოიგონეს, მერე თვითონაც პროექტების კონკურსი მოიგეს, ანუ დაფინანსდნენ და იყოჩაღეს. ერთობ მოკრძალებულ თანხაში ჟიურიც ჰყავდათ, წიგნიც დაბეჭდეს და პრიზებიც ჩამოარიგეს.

პირველი პრემია გივიკომ აიღო, ჩიღვინაძემ. მეორე ირმა მალაციძემ, მესამე - მე!

აუ, რა მაგარი იყო! 

რომც არ გამემარჯვა, მაინც მაგარი იქნებოდა!  ბავშვებმა წაიკითხეს ჩვენი დაწერილი ლექსები. ჩემს შვილიშვილებს მწვანე კიტრებივით მოჰქონდათ თავი, აქაოდა ეს რა სასახელო ბებო-გოგო გვყავსო!

აწი სულ საბავშვო ლექსები უნდა ვწერო,  მოვხუცდი და გართობა მჭირდება, აბა?

ეგ „ბუკნაჭო“ გაისადაც იქნებაო, დამაცადოს გივიკომ, თუ არ მოვუგო გაისად!

ნინო ქოქოსაძე

(იგივე „რენუარი“, იგივე „პალომა“, იგივე „მაიაკოვსკაია“)

 


სხვა სიახლეები