რეკლამა
  • 2018-02-23
  • რეგისტრირებული წევრი - 214
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 830

მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის „წეროს“ გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე, შემოსული 455 მოთხრობიდან, ჟიურის წევრებმა (ზვიად კვარაცხელიაანა ჭაბაშვილიდავით ზურაბიშვილიგიორგი კეკელიძენესტან-ნენე კვინიკაძეთეონა დოლენჯაშვილი) 16 საუკეთესო შეარჩიეს, მეორე ეტაპზე კი, ფინალური 16 მოთხრობიდან, მკითხველის შეფასების საფუძველზე, სამი გამარჯვებული გამოვლინდა.

პირველი პრემია გადაეცა ლია ლიქოკელს მოთხრობისთვის „ხეების გამტყავებელი სანადიროდ მიდის.

მეორე პრემია - ნათია როსტიაშვილს, მოთხრობისთვის „სუნთქვის შემგროვებელი“;

მესამე პრემია - ანი გიგაშვილს, მოთხრობისთვის „დედაჩემი ლოცულობს“;

ჟიურის პრიზი კი რეზო ნასარიძემ მიიღო, მოთხრობისთვის „ურობოროს“.

საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ბენდი ”The Window“ .

კონკურსის ორგანიზატორები: ელექტრონული წიგნების ინტერნეტმაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.

 ფოტოზე: ნათია როსტიაშვილი. მეორე პრემია


სხვა სიახლეები