რეკლამა
  • 2018-10-23
  • რეგისტრირებული წევრი - 232
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 890

რედაქციაში შემოსული მასალების შეფასება, მოგეხსენებათ, რედაქტორების მიერ ხუთბალიანი სისტემით ხდება და ნებისმიერი ნაწარმოები, რომელიც დააგროვებს ხუთ ქულას, გადადის სამკითხველოში.

დავაზუსტებთ: პირველი ხუთი ქულა ნაწარმოებს ესაჭიროება მხოლოდ იმისათვის, რომ სამკითხველოში გადავიდეს და მოცემული შეფასება არ ასახავს მასალის რეალურ მხატვრულ დონეს. სამკითხველოში გრძელდება ნაწარმოების შეფასება-კომენტირება და მის ნამდვილ ხარისხს განსაზღვრავს მკითხველი.

გამომდინარე აქედან, ნაწარმოები რედაქციაში შესაძლებელია შეფასებულ იქნეს რედაქტორების მიერ თითო-თითო ქულით, რაც მიანიშნებს, რომ შემფასებლებს არ მიაჩნიათ იგი ხარისხიან მხატვრულ ნაწარმოებად, მაგრამ ჩათვალეს, რომ მასალა იმსახურებს მკითხველის ყურადღებასა და აზრს... 

და აი, რედაქტორთა უფლებებს დაემატა შეფასების ახალი ფუნქცია - უხარისხობის ნიშანი, რომელსაც სახელდახელოდ, შინაურობაში "გაბრდღვნილი ჩიტი" დავარქვით... იგი გამოისახება ბუთქუნა, წითელი იქსის (X) ნიშნით და ჩნდება ნაწარმოების ბოლოში მაშინ, როცა რომელიმე რედაქტორი გადაწყვეტს, რომ ნაწარმოები არ აკმაყოფილებს არანაირ დონეს... ანუ, მოცემული ნაწერი არ არის მხატვრული ნაწარმოები არცერთი პარამეტრით! გარწმუნებთ, ამგვარი მასალები უამრავი შემოდის რედაქციაში და მათგან გათავისუფლების მიზნით, აუცილებელი იყო ამგვარი ფუნქციის შემოტანა...

"გაბრდღვნილი ჩიტი" პირველ რიგში დაეხმარება თავად ავტორებს, რამეთუ მათ არ მოუწევთ  შეფასების მოლოდინში, უყურადღებოდ დარჩენილი მათი ნაწერის ყოველდღიურად, დღეების განმავლობაში მონახულება... 

დაწესებულია "გაბრდღვნილი ჩიტის" ლიმიტიც, - სამი ამგვარი ნიშნის შემთხვევაში (ანუ, თუ სამი რედაქტორი მოცემული ნიშნით შეაფასებს), ნაწერი ავტომატურად წაიშლება საიტიდან.

გაითვალისწინეთ, რომ "გაბრდღვნილი ჩიტით" შემფასებელი რედაქტორი ავტორებისთვის უცნობია... ჩანს მხოლოდ უარის ნიშანი. სამაგიეროდ, ავტორები ხედავან დადებით შეფასებებსა და შემფასებლების ვინაობას.

აქვე ერთი ნიუანსი: სრულიად შესაძლებელია, რომ ორი "გაბრდღვნილი ჩიტის" შემთხვევაშიც კი, ვიდრე მესამე რედაქტორი შეაფასებს უარყოფითად, გამოჩნდნენ სხვა რედაქტორები, რომლებიც საჭიროდ ჩათვლიან ნაწარმოების სამკითხველოში გადასვლას და დადებითად შეაფასებენ. ამიტომ, ავტორებს ვთხოვთ, პირველი და მეორე "გაბრდღვნილი ჩიტის" შემთხვევაში, ნუ აჩქარდებიან და ნუ წაშლიან ნაწარმოებს. მესამე ნიშანი ისედაც თავად წაშლის... არადა, მანამდე შეიძლება სასიკეთოდ შეიცვალოს ნაწარმოების ბედი. 

ვერ მოგიტანეთ მთლად კარგი ამბავი, მაგრამ რას ვიზამთ?! - თუ დაუკვირდებით, მოცემული სიახლე უფრო საინტერესოს ხდის ცხოვრებას!  


სხვა სიახლეები