რეკლამა
  • 2018-02-23
  • რეგისტრირებული წევრი - 214
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 830

აი, ასეთი ძალიან ლამაზი დღე იყო დღეს:

ჯერ სანდრო ვნახე, დგვარელი, მონატრებული და დიდი ხნის უნახავი, ნანა ვნახე (იმავე სახით, როგორც ირმამ თქვა. არ მიწყენს, ვიცი!), თამუნა და “დილა”, შესასვლელშივე, მზესავით!.. არმენი და გიო ვნახე… მერე ბექა ახალაიას პოეტური კრებულის “ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის” (რედაქტორი - თემურ ჩხეტიანი) პრეზენტაცია გაიმართა წიგნის ფესტივალის ფარგლებში (“დაწყებულია ყვავილობა გულში დარჩენის და უჩვეულო სიტყვების დროა...” - ასე წერს ბექა და პოეტური სიტყვის, ქართული სიტყვის ზეიმია ბექას ეს წიგნი), ამ წარდგენის დასრულებისთანავე ნათია ჯანაშიასა და ვასო გულეურის შეხვედრა იყო პატარა მკითხველთან, ახალი საბავშვო წიგნების წარდგენაც, თოვლის გუნდას ამბები მოისმინეს ბავშვებმა, იხტუნეს, იცეკვეს და იხალისეს, ავტორთა შეკითხვებსაც სხარტად უპასუხეს... ძამულია იდგა გადამდები ღიმილით... ნანა ნონიაშვილი, ასევე დიდი ხნის უნახავი და მონატრებული, ეზოში რენუარი მოსეირნობდა რაჭულად, მედეა ანათებდა გზას გულიან-სამოსიანად... ახალგაზრდები იდგნენ ეზოში, ნიღბებიანი პერფორმანსი მოაწყვეს, ვიოლინოებზე დაუკრეს, წიგნები მოჰქონდათ, ბევრნი იყვნენ, სულ ბევრნი, მთელი ქუჩა და მთელი დიდუბე და მთელი ქალაქი!.. ბოლოს მივწიკეთ ირაკლიმ, ფიქრიამ და მე ახალი საზაფხულო ლიტერატურა გაჩერებამდე და ფიქრიამ ფანჯრის რაფაზე ახალი პირამიდა აღმართა. ჩვენს ფანჯარაში მზე კი არ შემოდის, მაგრამ მაინც როგორი მზიანი დღე იყო დღეს, უამრავი მნათობი შემოგვყვა ოთახში, უამრავი სხივი მიმოიბნა!..


რობერტ მესხი

29.05.2016

P.S. როგორც ამ ჩანაწერის ავტორი დაგვპირდა, ფიქრიას მიერ ფანჯრის რაფაზე აღმართული წიგნების პირამიდის ფოტოს აუცილებლად მოგვაწვდის!


სხვა სიახლეები