რეკლამა
  • 2018-12-16
  • რეგისტრირებული წევრი - 235
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 906

მომკალი და უბრალოდ მათქმევინე კომპლიმენტი. უხეშად ვჩანვარ, მაგრამ არ ვნაღვლობ, რადგან...

როცა მართლა იმსახურებს ადამიანი კომპლიმენტს, აი, იქ კი ვეღარ მაჩერებს ვერაფერი! 

იმსახურებს რომელია? - იშვიათად მომისმენია ისეთი დალაგებული, დახვეწილი, მოკრძალებულად აკადემიური და უაღრესად კომპეტენტური საუბარი რესპოდენტისაგან, როგორიც ჩვენმა ნინო ქოქოსაძემ გაარტყა პირველი რადიოს ეთერში, ლილი ბრიკზე ჭორაობისას.

"ქალები, რომლებმაც შეცვალეს ეპოქა - ლილი ბრიკი" - ასე ჰქვია რადიოგადაცემას და სრულიადაც არ ვაპირებ ახლა ჩემი აზრები დავამატო იმას, რაც უკვე ითქვა ამ მართლაც გენიალურ ჯადოსან ქალზე და მის "მსხვერპლზე" - ვლადიმირ მაიაკოვსკიზე. მოისმინეთ ჩანაწერი და თავად განსაჯეთ. მე ნინოზე ვიტყვი მოკლედ ჩემს შთაბეჭდილებას:

არა, ეს არ იყო თანამედროვე პოეტის საუბარი გასული საუკუნის ისტორიულ ფიგურაზე... არც დასწავლილი თემა და არც მოჩვენებითი კომპეტენტურობა. 

ეს იყო, გონიერი ქალის დიახაც ღირსეული ჭორაობა მეტოქეზე... თუ ღირსეული გატოლება მასთან?.. საუბარი, ადამიანზე, რომლისაც თითქოს გშურს კიდეც, ეთაყვანები კიდეც და რაც მთავარია, სრულიად გრძნობ მას, გესმის მისი.

გადაჭარბებულს არაფერს ვამბობ, - ნამდვილად ასეა! აქ მაიაკოვსკის ქალებიდან ჩვენთვის ორ საინტერესო ფიგურასთან გვაქვს საქმე:

ლილი ბრიკთან - რომელმაც "შექმნა" მაიაკოვსკი და...

ნინო ქოქოსაძესთან - რომელმაც ქართულად შექმნა მაიაკოვსკი!

დანარჩენი მოისმინეთ... (ბმული: http://radio1.ge/ge/videos/view/165601.html)

მე კი გულწრფელი მადლობა მინდა შევუთვალო რადიოჟურნალისტებს - ქეთი ელიეშვილსა და დავით ველიჯანაშვილს ესოდენ საინტერესო თემისა და რესპოდენტის არჩევანისთვის.


სხვა სიახლეები