რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: ტატო ახალი ჟანრი: / სხვა გამოქვეყნება: 2017-01-09

ზღაპაროობრაზნი

სულ მინდოდა ზღაპაროობრაზნი დამეწერა, მაგრამ ვერ მოვიცალე ამისათვის. ახლა კიდევ აჰა!

 ზღაპარი ჩემგან, ანუ 
ერთი მახათი დამიადეთ რა.

         იყო და არა იყო რა, იყო ერთი ცოლ – ქმარი (საერთოდ, როგორც წესია, ყველა ქართული ზღაპარი ასე იწყება ხოლმე). ცოლ–ქმარი. (ორივე) უკვე საკმაოდ ასაკში იყვნენ და (ისე, შემეძლო დამეწერა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა–თქო, მარა მეტი უკეთესი რა უნდა ყოფილიყო, მართლაც, როცა ნიუიორკის ერთ–ერთ გარეუბანში (მაშინ მანჰეტენი გარეუბანი იყო), პატარა ჩიხში, რომელსაც ადამისა და ევას შესახვევი ერქვა (ისე რატომ ერქვა ასე?)) ცხოვრობდნენ ორ სართულიან, კეთილმოწყობილ ხის სახლში, საკუთარი სველი წერტილებითა ( აბაზანა–ტუალეტი ცალ–ცალკე) და იზოლირებული ავტოფარეხით, სადაც ძველი (იმ დროისათვის ახალი) კადილაკი (რომლის მოდელებსაც შემდგომში რუსები იპარავდნენ და ხან გაზ 21–01 გამოუშვეს და ხან რა კიდევ კაცმა არ იცის), ეყენათ. პრინციპში საწუწუნო არაფერი ჰქონდათ გარდა ერთისა ( რადგან ქართულ ზღაპრებში შვილი არ ჰყავთ ხოლმე „ასეთ“ ცოლ–ქმარს, ჩვენც ასე დავწეროთ), არ ჰყავდათ შვილი. ერთხელაც ადგნენ და მიაკითხეს ექიმს უშვილობის მიზეზის კასარკვევად (საერთოდ, ქართულ ზღაპრებში, მამამ უნდა გადაარჩინოს ჯადოქარი, რომელიც შემდგომ უშვილობის წამალს ასწავლის ხოლმე, ან დამაორსულებელ, კაშპიროვსკის ჯიშის ვაშლს ჩუქნის, რომელიც ას ნაჭრად იჭრება და ყოველ დღე უზმოზე სამი სიფრიფანა ნაჭერი უნდა ჭამოს დედამ რათა დაორსულდეს, ჩემი ღრმა რწმენით ქალს ვაშლი კი არა, სხვა რაღაცა აორსულებს ხოლმე, თანაც ოდითგანვე). ესენი კი ექიმთან წავიდნენ ( რადგან ჯადოქრები ჯერ კიდე XII-XV საუკუნეების მიჯნაზე დაწვეს ინკვიზიტორებმა, ხოლო იმდროინდელი ამერიკელი მკითხავ–მჩხიბავები სახელმწიფო უსაფრთხოების სტრუქტურებზე მუშაობდნენ და ამ კონკრეტული ცოლ–ქმრისათვის არ ეცალათ), სადაც გაიასნდა, რომ ქმარს, რომელიც 70 წელს იყო გადაცილებული, ბავშვის კეთებაზე პრეტენზიაც კი აღარ უნდა გამოეთქვა (მოხარშული მაკარონით ბილიარდის თამაში გაგიგია სადმე?), ცოლი კიდევ 73 წლის იყო პასპორტის გარეშე, თან ოცი წლის ასაკში ისეთი უგულავია, რომ საბოლოოდ იმდროინდელი სპირალისმაგვარი ანტიდაორსულებადი დანადგარი თუ აგრეგატი ჩაიდგა, თანაც რამოდენიმეჯერ და საბოლოოდ იმდენს მიაღწია, რომ ვაბშე საშვილოსნო ამოაჭრეს. ეს ფაქტი ცოლს ან აღარ ახსოვდა, ან უბრალოდ დამალა. ექიმთან გადაწყდა, რომ ბავშვი უნდა აეყვანათ რომელიმე სამშობიარო, ან ბავშთა სახლიდან.
რომელ ბვშთა სახლში არ მივიდნენ, მაგრამ ბავშვები ვერ იპოვნეს, რადგან უკვე დაზრდილიყვნენ. ბოლოს ერთმა მოხუცმა მამას ასწავლა, რომ ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით არის ქვეყანა, სადაც უამრავი ბავშთა სახლია და იხვეწებიან: ოღონდ თქვენ ბავშვი წაიყვანეთ და მერე მე ვიცი თქვენი პატივისცემაო. 
სხვა რა გზა იყო, ადგა ეს ამხელა კაცი და ამ ქვეყნისაკენ გაემართა. ბევრი იარა, ბევრიც იცურა (ერთი არ უფრენია, რადგან რაიტებს ჯერ თვითმფრინავის სამგზავრო მოდელზე ნამუშევარი ჯერ არ ჰქონდათ და ისევ ველოსიპედებს არემონტებდნენ) და ჩავიდა სადღაც ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით არა, – იმის იქით, სადღაც (მაპატიეთ ამ სიტყვაზე და) ტრაკში, ბნელ ქვეყანაში, რომელსაც, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველო ერქვა. (ხოო ახლა, რა გაგიკვირდა, თუ ქართველისათვის ამერიკაა სადღაც ტრაკში, ამერიკელისთვის საქართველო არ იქნება სადღაც ტრაკში?)
დიდი ვაშლიდან წამოსულ სტუმარს ჯერ არ ენახა ისეთი პატარა ქალაქი, როგორიც ფოთი იყო.დადიოდა ქალაქში და ათვალიერებდა, ყველა გამვლელს აჩერებდა და რაღაც გაუგებარ სიტყვას ეუბნებოდა თუ ეკითხებოდა, ფოთელებმა ვერ გაიგეს. მერე მოძებნა ჩვენმა ამერიკელმა ქალაქის ცენტრი (სადაც ახლა მუნიციპალიტეტის შენობა დგას), დადგა და ხმამაღლა გაჰკიოდა ამ ერთობ, თითქოს მოკლეს, მაგრამ საოცრად ჟღერადსა და ერთი შეხედვით ავის მომასწავებელ სიტყვას, მაგრამ მაცხოვრებლებმა ვერ გაიგეს ას ნიშნავდა მისი პირიდან აღმოკვნესილი სიტყვა „ტაქსი“ და ამიტომ ყურადღებაც არ მიუქცევიათ მისთვის. განა იმიტომ, რომ ფოთში ტაქსები არ დადიოდა, დადიოდა და თანაც რამდენი, მაგრამ მაშინდელ ტაქსის ფოთშიც და სრულიად საქართველოშიც დროშკა ერქვა და არა ტაქსი. არანაირი განსხვავება, თუ არ ჩავთვლით შიგა წვის ამაძრავს, რომელიც ქართული წარმოების საჭაპანო ტრანსპორტს არ გააჩნდა.
უცბათ ერთმა მადლიანმა მედროგემ (ანუ ტაქსისტმა) გაუჩერა და ჰკითხა (სხვათაშორის ამერიკელის მშობლიურ ენაზე) 
–ტაქსი ხო არ გინდა ჯიგარო (მე არ ვიცი როგორ ითარგმნება ინგლისურად სიტყვა „ჯიგარო“, და იმ სუნიანმა მედროგემ საიდან იცოდა ხუ ეგო ზნაეტ). 
–რათქმაუნდა,– უპასუხა სტუმარმა, –თქვენს მთავარ, ყველაზე დიდ ქალაქში რამდენად ჩავალთ?
–სად თბილისში? –ჰკითხა მედროგემ, თან გუნებაში გაიფიქრა: ამ ახვარს დოლარები ექნებაო, რადგან ისიც იცოდა, რომ მაშინდელ არათუ ფოთში, არამედ მთელს საქართველოშიც დოლარს არ ახურდავებდნენ ეროვნულ ვალუტაზე, უფრო სწორად რუსეთის ეროვნულ ვალუტაზე – მანეთზე, იმ 37 მიზეზის გამო, რომელთაგანაც პირველი ის იყო, რომ ვალუტის გადასახურდავებელი პუნქტები არ არსებობდა და დოლარი კი ვაბშე არ იცოდნენ რა იყო (ისე დანარჩენი 36 მიზეზიც ძალიან საინტერესო იქნებოდა), მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაც ჩათლახური ჩანაფიქრი ედო მედროგეს გულში. –100 დოლარი!
–რა ამბავია 100 დოლარი? – გაუკვირდა კრიჟან ამერიკელს.
–რას ლაპარაკობ ტო (ტო–ს მნიშვნელობა ვერ გაიგო ამერიკელმა)? იცი რა ღირს ქუთაისის ზაპრავკაზე თივა?
უცბად ამერიკელმა მოხარშა, რომ ღმერთმა ერთადერთი ინგლისურის მცოდნე გადმოუგდო და მისი ხელიდან გაშვება ნაღდად არ შეიძლებოდა. ერთი კი გაიფიქრა „ამის აფერისტი დედაცო“ და ჩაჯდა დროშკაში.
–ისე, შენადა, ინგლისური საიდან იცი? – ჰკითხა ამერიკელმა მედროგეს.
–შენ მე ეგრე ნუ მიყურებ სულ მედროგე კი არ ვიყავი, გიმნაზია მაქვს დამთავრებული და კემბრიჯში ვსწავლობდი ცოტა ხნით.
–კაი, კაი, არ გინდა ახლა, ვიცი ეგ ისტორია, ჩვენთანაც ეგრეა. –გააწყვეტინა სიტყვა ამერიკელმა. –შენადა ციხეშიც ხო არ იჯექი შემთხვევით?
–კი ტო, ტულში და მერე მეტეხში ეტაპზე. –უპასუხა მედროგემ.
ამერიკელს გაეღიმა და გაჩუმდა.
ბევრი იარეს, თუ ცოტა, მიადგნენ ადგილს, სადაც როგორც წესი ყველა რეისავიკი აჩერებს ხოლმე, ასე მოიქცა ჩვენი მედროგეც.
–ცოტა შევისვენოთ უკვე რიკოთთან ვართ, თქვა ტაქსისტმა და კოფოდან ჩამოხტა. –შენადა არ გშია? 
სტუმარი მიხვდა, რომ მოშიებოდა და კუჭმაც დაბარებულივით თავი გაახსენა თავისი უდროო ვალალებით.
ორივე შევიდნენ რაღაც ზავიდენიაში, რომელსაც უცნაური სახელი ერქვა და აღარ მახსოვს.
უცბათ დაიყარა სუფრა: მწვადი, ქაბაბი, კიტრი, პამიდორი, ხინკალი იმერეთში არ იჭმევაო–ნათქვამია, პური, კირკაჟი ლობიო, კაროჩე მაგარი სუფრა დაიყარა.
სტუმარი ვერ ხვდებოდა, რატომ მიეძალა მისი მძღოლი ღვინოს, როდესაც იგი „საჭესთან“ უნდა დამჯდარიყო, ვერ მიხვდა ასევე იმას, რომ რატომ ჰქონდა დროგის ცხენს კუდი აკრული უკანა, მარცხენა ფეხზე, რატომ გადაუხადა მედროგემ ნალების შემცვლელს ყველით და არა ფულით; რატომ უთხრა ნალმბანდმა, რომ ეს საქმე მარტივად არ მოხერხდება და ცხენი ორი დღით მაინც უნდა დამიტოვოო; ვერ მიხვდა იმას, თუ რატომ აგინებდა იმ ოჯახის მასპინძელი, სადაც ისინი ღამის გასათევად გაჩერდნენ, ვიღაც ბაღდათელს,რომელმაც გაფუჭებული სიმინდი მიჰყიდა და ვაბშე რა ჩემი ფეხები უნდა სიმინდს ერაყში. რატომ აქვს ჩურჩხელას ძაფი. და თუ აქვს რატო არ ჭმევა. რატომ ჰქვია ქართულ ღვინოს რუსული სახელი „ვტარიაკი“.
მეორე დღეს, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ნალები ხარისხიანად იყო დაჭედებული და არა ისე, როგორც კალოდკებს მიგიფუჩეჩებენ პავლოვის ვულკანიზაციაში. გაუდგნენ გზას და აღმოსავლეთ საქართველოშიც გაიჩითნენ.
მოდიოდნენ ჩუმად, ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებოდნენ და დაახლოვებით მთიულეთის გადასახვევთან იყვნენ, აი იქ სადაც დღეს ორი აბრაა, ორივეზე გუდაური აწერია და ისრები სხვადასხვა მიმართულებით მიუთითებენ, როცა შებინდდა.(ახლა ცოტა ჟიზნენი რომანივით რო არ გამოგვივიდეს....) უცებ ტყიდან ფაჩუნი შემოესმათ. აშკარად რაღაც აშრიალებდა ფოთლებს და უცბათ ტყიდან გამოვარდა დიდი, უუზარმაზარი, ბანჯგვლიანი, ბაყბაყიჩი დევი, დადგა დევი მათ წინ და უღრიალა:
–ვინ გაბედა ჩემს უნებართვოდ, ჩემს გზაზე გავლა, თქვით ვინ იყო, თორემ ახლავე აგკუწავთ და შეგახრამუნებთ ყველას!
გაგიჟებული იყო დევი, ეტყობოდა, რასაც ამბობდა გულით ამბობდა.
მეგრელმა მედროგემ სისხარტე გამოიჩინა და თავის ცხენ–დროშკიანად ისეთი პლეტი მისცა, რომ ამერიკელმა დროშკიდან ჩემოდნების ჩამოღებაც ვერ მოასწრო კი არა და ვერც იაზროვნა. ბაყბაყ–დევი კი იდგა ფეხებგაჩაჩხული, ანერვიულებული და ერთსა და იმავე ტექსტს დაზეპირებულივით იმეორებდა.
ამერიკელი მიხვდა, რომ მაგარ შარში გაიჩითა და თავისი ბებერი ტვინი ახალგაზრდულივით აააზროვნა, ფიქრი დაიწყო ამ ზავარუშკიდან გამოძრომაზე. უცებ მიხვდა, რომ დევი ვერაფერს გაიგებდა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დევებმა ინგლისური არ იციან. სხვათაშორის, არც იმ მთიულებმა იციან ინგლისური, რომლებმაც ინგლისში ისწავლეს და დევების დღესაც სჯერათ.
რა უნდა ექნა საცოდავ ამერიკელს, დაემხო მუხლებზე და ლოცვა დაიწყო.
ჰოოოდა აი სასწაულიც, – დევმაც იგივე გაიმეორა, თურმე მორწმუნე ყოფილა და სტიქაროსნობდა კიდეც, სანამ პროფესიას შეიცვლიდა და დევი გახდებოდა.
ცოტა ხანი კიდე ილოცეს და როცა მორჩნენ, დევმა გამოკითხვა დაუწყო ამერიკელს, რომელსაც ქართული არ ესმოდა და მარტო თავს აქნევდა აქეთ–იქით. დევს უკვე ნერვები ეშლებოდა და ის–ის იყო ხელი უნდა დაევლო სტუმრისთვის, რომ უცებ ბუჩქებიდან მედროგე გამოვიდა ცხენ–დროგ–ჩემოდნებიანად.
– სად იყავი?– დაუყვირა ამერიკელმა, გულით უნდოდა, რომ „შეჩემა“ დაეყოლებინა, მაგრამ ეს სიტყვა არ იცოდა.
–ბუჩქებში გადავედი რა მოსაფსმელად.–უპასუხა მედროგემ ინგლისურად, მაგრამ უკიდეგანო მეგრული აქცენტით.
დევი მიხვდა, რომ თარჯიმანიც გაიჩითა და მედროგეს უთხრა, ამაღამ გზის გაგრძელებას აზრი არა აქვს, აქ უამრავი მამაძაღლი დაძრწისო და თავისთან დაპატიჟა. თან დაუყოლა–მაგარი ჟიპიტაური მაქვსო.
დევი წარმოშობით მთიული ყოფილა, მაგრამ მისმა წინაპარმა,ისე როგორც ყველა გლეხის წინაპარმა, თავადი მოკლა მთიულეთში და ხევსურეთში გაიხიზნა. ჰოოდა მთიულ დევთან წავიდნენ ხევსურეთში სტუმრად. იარეს ბევრი, ხევები, ქარაფები და გამთენიისკენ ხევსურეთშიც ავიდნენ.
–აქ არის ჩემი სახლი!– მიუთითა დევმა ორსართულიან გამოქვაბულზე.– ზემოთ ჭიუხვებია, მარცხნივ ტბები.
–ხოხ! მაგარი ადგილები ყოფილა აქეთ!– წამოიძახა მედროგემ,–აქ კოღოები არიან?
–აქ კოღოს რა უნდა, სასამართლო სისტემაც ვერ ამოდის აქამდე.
–უცებ ტყიდან პატარა ბავშვი გამოვარდა, რომელსაც ხელში თავისზე ორჯერ დიდი მათრახი ეკავა, დევს მივარდა და ხელზე ჩამოეკიდა:
– დევიკო ბიძია წამიყვანე რა საბანაოდ აბუდელაურებზე, დედიკო მარტოს არ მიშვებს.– თხოვა ბავშვმა.
–კი ბიძია, წაგიყვან ოღონდ ახლა სტუმრები მყავს და მერე.–უპასუხა დევმა თან გაიფიქრა: ეს ბავშვი გადამიყოლებს მეო.
გადაირია ბავშვი სიხარულისგან და დაიწყო მათრახის აქეთ–იქით ქნევა.
–ეს მეზობლის ბავშვია, იახსარი ჰქვია,–თქვა დევმა,– ისე უყვარს ჭყუმპალაობა, წყალში რომ ჩადის, სანამ არ მოშივდება, მანამდე არ ამოვა, თან მშობლებს ისე ჰყავთ გათამამებული, რომ ცხვრის ხორცის მეტს არაფერს ჭამს.
სტუმრებმა ბავშვს გახედეს, ის კი იდგა და კლდეს ურტყავდა მათრახს გამეტებით.
დევის ცოლი, როგორც აღმოჩნდა, მაგარი ნაშა ყოფილა. მაღალი იყო–სამ მეტრამდე, მაღალ ფეხებზე ეპილაცია ჰქონდა გაკეთებული, იმ დროს ეპილაციას თაფლიანი ცვილითა და ხის წებოთი იკეთებდნენ, თბილისში მაგ პროცესს ახევას ეძახიან, ხოლო ხევსურეთში ადღლეზვას. ხოოდა ასე ადღლეზვით გაკეთებული ფეხები უპრიალებდა, რადგან ხევსურული წინდები არ ეცვა სიცხის გამო. სწორი, დახვეწილი სახის მქონეს ღიმილის დროს ორი დიდი ღრჯოლი მოუჩანდა, ხოლო თავს ორი პატარა რქა უმშვენებდა, ვოობშემ რო არ გავატრაკო, ეფექტური ქალი იყო. იქნებოდა ასე 102–103 წლის.
გადაირიეს მასპინძლებმა თავი, დაყარეს სუფრა, მოხარშეს ხინკალი, რომელიც ასე უნდოდა სტუმარს და არ აჭამეს იმერეთში. მოაყარა ჯიხვის რეზინასავით მწვადი და მყრალი ჟიპიტაური, დამბალხაჭო და კუს ერბო. მაგარი ილოთავეს იმ ღამეს. დილით პახმელიაზეც გამოვიდნენ ხორცწვენით. იმ იდიოტმა ქალაქელმა ამერიკელმა, რომელსაც აქამდე არ მითქვამს და მალკოლმი ერქვა, კოვზი მოითხოვა სუფრაზე, თან სად ტო,– მთაში, ისევ სტუმარმასპინძლობის მადლმა, თორემ მოათლიდნენ იმ პატარა დიდცხვირიან თავს. გადაილეშნენ მაგარი, არადა წამოსვლის დრო ახლოვდებოდა, დევი კი მათ გამოშვებას არც აპირებდა, დევის დედა, საყვარელი მოხუცი, რომელიც დევის აწგარდაცვლილ მამას ჩეჩნეთიდან ჰყავდა წამოყვანილი (ეს ცალკე ისტორიაა, როცა დევიკოს მამამ, დიდმა ბაყბაყომ, ჩეჩნეთიდან ძროხები და ცხვრები მოიპარა და ამ ფარას ისე გამოჰყვა დევიკოს დედა, რომ დიდმა ბაყბაყომ ვერც განარჩია და ასე მოხვდა ეს ქალი რა, მდედრი დევი ხევსურეთში. დევიკოს დედას წოვინარი ერქვა) იდგა, ხელში უზარმაზარი ღვინით სავსე ჯიხვის სამლიტრიანი ყანწი ეჭირა და სანდომიანი ღიმილით ამბობდა: „დევიკოს სახლიდან ცოცხ... ფხიზელი ვერავინ გავა შვილო“.
როგორც იქნა დალიეს ეს სამლიტრიანიც და გამოაღწიეს ხევსურეთიდან, სამხედრო გზაზე უკვე გამოფხიზლებულები გამოვიდნენ და დაუყვნენ მცხეთისკენ გზას.
აჰა, და გამოჩნდა დიდი სვეტიცხოველიც, აღფრთოვანდა მომხდური მისი სიდიადით და ფოთელს ჰკითხა:
–ეს თქვენი კაპიტოლიუმია?
–არა ტო, ეს ჩვენი ძველი დედაქალაქის ყველაზე დიდი ტაძარია, „სვეტიცხოველი“ ჰქვია.– უპასუხა მედროგემ.
–აააა, –მიხვდა ამერიკელი,–წაკითხული მაქვს მემგონი, აი ის,–„ ოქროს ლუსკუმაში ჩასმა უბრძანებიაო მეფეთ–მეფე გიორგის ძელიცხოვლის“– ეს მანდ არაა?
–ეეე, ახლა ატრაკებ,–ახტა მედროგე,– ეგ ჯერ არ დაუწერიათ და შენ სად წაიკითხე?
–ეს თქვენთან არ დაუწერიათ, თორე ჩვენთან ეგეც დაწერილია, მალაია ზემლიაც და ტალიავინის დასკვნაც.
–ბებია თქვენისამ რა , –გაბრაზდა მედროგე,– არ მითხრა ახლა ცაშიც დავფრინავთო.
–ცაში კი არა მალე კოსმოსშიც ავალთ.
–მომინდომა ახლა ამანაც მთვარეზე მოჯმა,– ჩაიბურტყუნა სუფთა ზუგდიდური აქცენტით მედროგემ.
ასეთი კამათით მთელს დღეს გაატარებდნენ, როცა უცბათ დიდი აბრა გამოჩნდა: „თბილისში ტრანზიტული მოძრაობა აკრძალულია“.
–აჰა, თბილისშიც მოვედით, დადე მაყუთი ბოჩკაზე!–თქვა მედროგემ.
ამერიკელმა მორჩილად ამოიღო ბენჯამენი და დააგდო ბოჩკაზე, რომელიც დროგზე იდო და ერთდროულად სკამის მოვალეობასაც ასრულებდა და სათავსოს როლსაც, რომელშიც ცხენის საზაპრავკე ხორაგი ეყარა. 
კიდე ბევრი იარეს მინდვრებში, სანამ ცენტრამდე მიაღწევდნენ.
–აქ ახალი უბანი აშენდება მალე, – თქვა მედროგემ,– ისეთი,რომ პირველი იქნება თბილისში.
–რა ჰქვია ამ ადგილს?
– რა ვიცი, დიღმის ველებს უძახიან, მარა ველები და მინდვრები შენ ორთაჭალაში უნდა ნახო, ნაღდი ბაღნარია, ელისეს მინდვრები მიმიქარავს ორთაჭალასთან შედარებით. პარიზში ნამყოფი ხარ?
–არა, საიდან?– უპასუხა მალკოლმმა.
–აუუუუ, მაგარია პარიზი, გარემონტებულ პლეხანოვს ჰგავს,– თქვა მედროგემ და გაუკვირდა თვითონაც: „ რა პლეხანოვი, რის პლეხანოვი, ვაბშე საიდან მომაფიქრდა ასეთი იდიოტური სიტყვაო“.–იფიქრა.
–შენადა, ამდენი ხანია ერთად მოვდივართ და რა გქვია არ მიკითხავს.–– თქვა ამერიკელმა.
–მე კოკა ვარ შურღაია–თქვა მეგრელმა.
–სასიამოვნოა.–მოკლედ მოჭრა ამერიკელმა.
ასე დაემშვიდობნენ ერთმანეთს და წავიდა მალკოლმი იმის მოსაპოვებლად, რისი გულისთვისაც ამდენი იარა.
როგორც იქნა მიაღწია თბილისის ცენტრს, პუშკინის სკვერი როა იქ.
უცბათ მასთან მივიდა ცილინდრიანი მასტი და ჰკითხა:
–თქვენ ამერიკიდან ხო არ ბრძანდებით?
–კი იქაური ვარ.
–მოგწონთ ჩვენი დედაქალაქი?
–კი, პროსტა ვერ გავიგე (საიდან სიტყვა „პროსტა“– გაიფიქრა ამერიკელმა), თქვენთან ტრანსპორტი არ დადის?
–როგორ არა, ახლა კონკა ჩამოივლის და უნდა შეახტეთ,თორემ არ ჩერდება.
–მე მალკოლმი მქვია.–თქვა ამერიკელმა.
–ბოდიში არ გაგეცანი, მე ილია ვარ ჭავჭავაძე (ვააა,ილიამ საიდან ინგლისური ტო, უყურე შენ, ეგ დაჟე მე არ ვიცოდი), აქაური გაზეთის რედაქტორი.
–აუ გაიხარე რა, ძლივს არ ვნახე ნორმალური ადამიანი?
–ახლა ჩემს მეგობარს ველოდები და თუ შემომიერთდები, ერთად ვივახშმოთ.
–დიდი სიამოვნებით.–უპასუხა ამერიკელმა.
–აი გამოჩნდა კიდეც.– თქვა ილიამ.
მალკოლმმა დაინახა ისეთივე ზმანზე მდგარი ტიპი, როგორსაც ხევსურეთში ხედავდა, ესეც გაუპარსავი იყო და ერთი თვალი აკლდა. ერთი კი გაიფიქრა საიდანღაც მეცნობაო, მაგრამ ფიქრი დაეზარა გახსენებისთვის.
–ეს ვაჟაა, ჩემი მეგობარი,–გააცნო ილიამ,–ეს კი მალკოლმია ჩვენი ამერიკელი სტუმარი.
– ვაა, სტუმარი მაგარია,–თქვა ვაჟამ, ეტყობა ევასებოდა სტუმრები და ქართულად გადაულაპარაკა ილიას:
–ეხლა ეს უნდა დავპატიჟოთ, მე კიდე კაპიკი არ მაქვს ჯიბეში.
–არა უშავს, რამეს ვიზავთ.
წავიდნენ სადღაც სამიკიტნოში, სადაც ილიას პოსლე ჰქონდა გაიასნებული და დაყარეს პურ–მარილი. მალკოლმმა მოუყვა ყველაფერი რაც გადახდა და რისთვისაც იყო ჩამოსული აქ. თან დააყოლა: „თუ დამეხმარებით ბავშვის პოვნაში, მადლობელი დაგრჩებითო“, და კიდევ დააყოლა, ოღონდ უკვე არაყი.
–არაა, პრობლემა ბრატ,–უთხრა ილიამ.– ხვალ წიწამურში უნდა გავგაზო, საქმე მაქვს რაღაც, მალე ჩამოვალ და დაგეხმარები.
–აკაკი სადაა?–იკითხა უცებ ვაჟამ.
–ვიღაცის გამზრდელს ამუშავებს ალბათ,– უპასუხა ილიამ.– ისე ამას წინ ის ბავშვი იყო ჩემთან, გორიდან როა, მაგარ ლექსებს წერს, მარა პატრონი არ ყავს და დაიღუპავს ცხოვრებას.
–ხოო, ეგ მაგარი მოზგია, იმენა გენიოსა,–თქვა ვაჟამ,– თუ სახრჩობელას გადაურჩა პრეზიდენტი გახდება.
–მე გეტყვი მაგარს რა,– აზრი დადო ილიამ,– ახლა ავიდეთ დათოსთან, მაგას ხო იცი მაგარი კონიაკი აქვს, ერთი ორლიტრიანი გამოვართვათ და მერე ჩემთან, მოსულა?
–კარგი იდეაა,–თქვა ვაჟამ,–ესეც ავიყვანოთ და ვანახოთ სმა როგორ უნდა.
იმ საღამოს დათოსთან აიარეს და მაგარი კონიაკი გამოართვეს. თვითონ დათო განგრეული მთვრალი იყო და რაღაცეებს ბჟუტურობდა: სასომხეთიო, ქარხანაო, უნდა წავიდეო და მისთანები. ნეტა ამათ გაყოლოდა.
მეორე დღეს ილია წავიდა წიწამურში და იქიდან აღარ დაბრუნებულა, ხოლო ვაჟას ამის მერე აღარ ემალკოლმებოდა უკვე, მაგრამ რადგან ეს ზღაპარი ბედკრულ საქართველოს ისტორიაზე არაა და ვიღაც გამოსირებულ ამერიკელზეა, ჩვენც ისე გავაგრძელოთ ისე, როგორც საჭიროა.
ბევრი იარა, თუ ცოტა იარა, მივიდა ყველგან, სადაც ბავშვი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქაც დაზრდილიყვნენ უკვე. რა უნდა ექნა?–სახლში დაბრუნებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, რადგან დაბერებული იყო უკვე და გზაში დაიბრიდებოდა სადღაც, ამიტომ იფიქრა: ერთი ჩემი ცოლის ბოზი დედაცო და საქართველოში დარჩენა გადაწყვიტა.
ამერიკელის ცოლი, კიდევ ერთხელ გათხოვდებოდა, რო არა უბედური შემთხვევა: – იგი ექსტრემალური სპორტის მოყვარული ყოფილა და ეს ამხელა ქალი ველოსიპედით დაეშვა დიდი კანიონის ერთ–ერთ ქარაფზე, სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ძლივს ჩამოფხიკეს კლდიდან მისი უბედური სხეული. 
მალკოლმმა კიდევ რამოდენიმე წელი იცოცხლა, ყოველ დღე დადიოდა დუქნებში, ბაღებში, ათვალიერებდა ყველაფერს, ბოლოს ჯავახეთში წავიდა და შემოჭრილმა სომხებმა დაბრიდეს, პროსტა იმიტომ, რომ სომხური არ იცოდა. 
მედროგემ დროგი გაყიდა და ფოთიდან პარიზში გაიხიზნა ქარაქუცა ქაქუცასთან ერთად. დევი იმ ნაბიჭვარ იახსართან ერთად ბანაობის დროს დაიხრჩო აბუდელაურის ტბაში.
ამ ზღაპრის ავტორი კი წერით დაიღალა და თან ლუდიც უთავდება, ამიტომ ბედნიერი დასასრული ვერ გამოდის, მაგრამ მალკოლმს ძმიშვილი დარჩა–ჯეკი, რომელიც ბიძის ამბის გასაგებად ჩამოვა საქართველოში გასაბჭოების მერე და ვნახოთ რა და როგორ იქნება....