რეკლამა
  • 2018-08-16
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 867

ავტორი: ნათია ჯანაშია ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2017-02-21

მეზობლობა

მთელი ღამე კუ კურამ
ტელევიზორს უყურა.

თავს ვეღარ სწევს ბაკანში, 
გაუშეშდა კისერი.
დათუნიამ მიართვა
თაფლიანი კისელი.

ციყვმა კაშნე აჩუქა,
სითბო გეამებაო,
დიდხანს ვქსოვდი, შენთვის კი
განა მენანებაო?

დასიებულ თვალებზე
სალბუნს ადებს მელია.
ერთმანეთზე ზრუნვა ხომ
არც ისეთი ძნელია?!

ბუმაც მოინახულა,
მოუკითხა ბლინები.

რა კარგია, როცა გაქვს 
მეზობლების იმედი!