რეკლამა
  • 2018-08-16
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 867

ავტორი: ნინო ქოქოსაძე ჟანრი: თარგმანი / პოეზია გამოქვეყნება: 2017-02-21

პორტი (ვლ.მაიაკოვსკი)

პორტი  (ვლადიმირ მაიაკოვსკი)

ედოთ მუცლები წყლის ზეწრებზე 
და თეთრი კბილით ტალღებად გლეჯდნენ. 
იდგა ღრიალი საყვირების, 
თითქოს საყვირი – 
ცხელი ვნებების სპილენძისგან ისხმება დღემდე. 
ფერდის აკვანში ნავები მჭიდროდ 
ეკვროდნენ რკინის დედების ცურებს 
და დაყრუებულ გემებს ყურებზე 
უელვარებდათ ღუზის საყურე.

1912

Порт (Владимир Маяковский)

Простыни вод под брюхом были.
Их рвал на волны белый зуб.
Был вой трубы — как будто лили
любовь и похоть медью труб.
Прижались лодки в люльках входов
к сосцам железных матерей.
В ушах оглохших пароходов
горели серьги якорей.

1912