რეკლამა
  • 2018-05-26
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 854

ავტორი: ნათია ჯანაშია ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2017-04-26

ფეხბურთელი კურდღელი

ყურცანცარა კურდღელი
ბრძანდება ფეხბურთელი.

კუს კი არ ჰგავს ზლაზნიას,
ცოცხალი და სხარტია.

უხარია მელიას:
- უხ, რა თავდამსხმელია!

გაიკვირვებს გამგონი,
გააქვს მუდამ ცხრა გოლი.

დარდით თავს არ ატკივებს
თავის გულშემატკივრებს.