რეკლამა
  • 2018-05-26
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 854

ავტორი: ჰა-რა-ლე ჟანრი: დოკუმენტური / პროზა გამოქვეყნება: 2016-01-20

როგორ ხდება სინამდვილეში

- ჩააწყვე ყველაფერი, დედაკაცო?! 
- ...
- არ გეყურება, ადამიანო?! ვერა ხედამ, გზაზე ვდგავარ?.. ამაიღებ ხმასა?!
- ვერა, ვერა! ჯერ ვერა, კაცოუუუ! ხედამ, რამდენია? ამდენსა, ერთი ბერიქალი რას აუვალ? შენა კიდენა, აღმა-დაღმა დეეხეტები და არ მეხმარები. მარტოკინაჲ რას აუვალ ამოტონა თარფსა და კუნკულასა.?!
- მერე?! გოგოსა ვერ დაიხმარ? სად არი ბალღი?
- ავად არი, ქაა, მააშ?! მა შენ სახლიჲ ამბავ რას იკითხამ? მარტო, " ჩაალაგეე? წავედი!" იცი.
- რას ამბობ, ოუ?! რა დროჲ ავად ყოფნაა?!
- ჰაი, დამიდგეჲ თვალები! ავადმყოფობამ დრო და ჟამი როდიჲ იცოდა რომა, ახლა შაისმინოს? გაცივდა, განა? ლამის 38 აქ სიცხე, ყელიცა ტკივა და ახველეებ. შენი ზნე რომ ვიცი, მე დამაბრალებ ამასაცა!
- მა ვისა?! შენთან არ იყოო, გოგო?
- როგორა მიწა არ გა-მი-სკდე-ბაა, ქაა!!! რას არ მაისმენს ჩემი ყურიი!!! ორი დღე, ხიაწსა და ნაბუქარში, შენ არ დააფრიალებდი ბალღსა? ახლა, "აქ არა გყვანდაო", მეუბნები?!
- შენა ძმრითა სახსრები დაუზილე მაგასა, თხის რძე დაალევინე და თბილად გამააწყე. გაიგე?!
- რას ამბობ, ქააა! მიგყავ ეგაცა?! სულ გავერანდიი, ბერიკაცო?
- მა რა ვქნა, ქალო?! მენა რა, მინდა? ამოტონა ლაქ-ლაქ, გირჩევნია, რასაცა გეუბნები, ისა ჰქენ, განა! მე მავიგონე თუ, რა? 
- შენა მაიგონე თუ სხვამა, რა მაგახსენო? მაგრამა, რომ დაჩერჩეტობ აქეთ-იქითა, ბალღიც გააციე და მეც რადიკული დამმართე, ეგანა კიდენა ვიციი, მააშ!
- ჰაი, დედასა! რა ჭირვეული და აჯამი გახდა ამ სიბერეში, ჰაა?! ოგორა გამათოთხარებ ხოლმე, ე დედაკაცი!.. საქონელი სად არი, ქალოუ?
- თავლაშია! სად უნდა იყოჲ, ნეტა?
- აჰანდეე! მაშ არც შაგიბამთ ჯერა?.. ვაააჰ! ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი როგოაა, ჰაა?! 
- ერთი უყურეთ ამასა! რას არ იტვყიჲ ამიჲ ენაი! ღმერთისა მაინც არ გეშინია? ტახტზე გორაობითა ფერდები ამოგეჟეჟა, ერთხელ მაიქაჩლებ ხოლმე თავსა და "ჩემზე დგაა ჯალაბიო"- ურცხვადა ყბედობ.
- შენა ქალო, მარცხენა ფეხზე ხომ ამდგარხარ დღესა, ჰა? ბალღს მიჰხედე და როგორც გითხარ, ისე მოიქეც თორემა, მე ვიცი შენი!..

* * *

გაბრაზებულმა ბერიკაცმა კარი მოიჯახუნა და ხვნეშა-ხვნეშით, ეზოს ბოლოში, თავლისკენ აიღო გეზი. ცალი თვალით ძველ მარხილს გახედა და ამოიოხრა. ალბათ, - ამას რა გაავსებს,  ხომ დამაღამდებაო, - გაიფიქრა. თუმცა, ვინ იცის, შეიძლება დრო ახლა, სწორედ მის წისქვილზე ასხამდა წყალს? სანამ ცხენებს ახორიდან გამოიყვანდა, შეაბავდა ჩანაში  და აავსებდა  მოსაკითხით, მზე კი გადაიწვერებოდა მაგრამ ბებოც უთუოდ გამოაჯანმრთელებდა ამასობაში ერთადერთ შვილიშვილს. აბა, მარტო რას აუვიდოდა საქმეს, ბერიკაცი? მილეთის ბავშვები უნდა გაეხარებინათ ამ ღამით, ფიფქიას და თოვლის პაპას.