რეკლამა
  • 2018-08-19
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 868

ავტორი: ემზარი ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2017-11-28

ისევ ფისო

ფისუნიავ, ისევ
ჩამივარდი ხელში?
მაგიდიდან ისევ
ჩამოაგდე თეფში?

რატომ ცდილობ, რატომ
გააბრაზო ბებო?
სანამ უნდა იყო
უპასუხისმგებლო?

შენც ხომ კარგად იცი,
რომ სიფრთხილე გმართებს.
როდის დაიმოკლებ,
მაგ შენ ლამაზ თათებს?...

მაგიდაზე ასვლა
უზრდელობა არის;
ვერა ხედავ, ყურშა
რა ჭკვიანად დადის!