რეკლამა
  • 2018-02-23
  • რეგისტრირებული წევრი - 214
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 830

ავტორი: ნათია დაშნიანი ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2017-12-24

ჩრდილები


გრძელი ჩრდილები მიწაზე წვანან,
ასკილის ბუჩქი ეხვევა ალვას,
კიდევ სამი დღე იქნება გვალვა
და ფერნაცვალი აგვისტოც  წავა.
შენ ისე იხდენ სხივთა არშიებს,
ვეღარ გიყურებ ბაგეღრუბლიანს,
ჩვენ დიდხანს აღარ გვისაუბრია,
მომესალმე და წახველ მაშინვე.
შენი ჩრდილია იმ სერს გადაღმა,
უკან რომ მოგდევს ჩემი ლანდია-
ჩამავალი მზის ცქერა მწადია,
ცელქი ბავშვივით ავირბენ აღმართს
რომ ვნახო, ჩემგან როგორ მიდიხარ,
ჩანდი პატარა და რა დიდი ხარ!...
წლებმა ორივეს დაგვატყო დაღლა.