რეკლამა
  • 2018-11-18
  • რეგისტრირებული წევრი - 234
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 897

ავტორი: ნიკა ძამიაშვილი ჟანრი: სამიჯნურო / პოეზია გამოქვეყნება: 2017-12-25

* * *

მე არავინ მგავს ისე,
როგორც შენ.

მე არ ვგავარ
არცერთი წიგნის პერსონაჟს
და არცერთ ცხოველს.
ყველაფერი ბუდობს ჩემში ცოტ-ცოტა.

ჩვენ განგვასხვავებს ჩემი სიგიჟე,
ჩემი დაუღვრელი ცრემლი
და ამოუღებელი ხმა.

და საერთო, 
რაც ორივეს გვახასიათებს 
- სიყვარული,
მაგრამ შენ ჩემზე ბევრად კეთილი ხარ.

ორივეს გვიყვარს, 
როგორც მომღიმარი ხალხი,
ასევე დაცემულის ფეხზე წამოყენება.
ორივეს გვიყვარს ბავშვები.

ორივეს გვაქვს გამოცდილება 
და ორივეს გვაქვს უნარი გვიყვარდეს ყველა,
მაგრამ არა - ერთმანეთი.