რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2017-12-25

მეკვლე

დილით ცეცხლი რომ დამენთო
თონეში,თოვლში იმ,
გზა ნიჩბით უნდა მემკვლია.
და მეკვლედ გვყავდა  ვინ?

მეზობლის გოგო პრანჭია,
კისკისა  გოგო და.
მე რომ თონეში გავრბოდი,
ის ჩვენთან მორბოდა.

ჩვენგან წასული, თოვლივით
მოფენდა სოფელს ჭორებს.
ჭიშკარგადაღმა  გასული 
უცაცხანებდა  ღორებს.

იმ დაცლილ მთიან  სოფელში,
ის ერთი იყო ბავშვი,
მე ბავშვზე  ცოტა დიდი
და  დანარჩენები-ხანში.

წავიდა  ყველა გზა მართალს,
ათოვს ტანმაღალ ეკლებს.
ეს ლექსი ფოსტის ბარათს  გავს,
ვუძღვნი გათხოვილ მეკვლეს.