რეკლამა
  • 2018-11-18
  • რეგისტრირებული წევრი - 234
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 897

ავტორი: ემზარი ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2017-12-28

პატარა პრანჭია

როცა სახლში მარტო ვარ,
მიყვარს, ცეკვა-თამაში.
ვლამაზდები სარკის წინ,
ჩემ დედიკოს კაბაში,
ისეთი ლამაზი ვარ,
ვით ფერია ზღაპარში.
გამეთხუპნა თითები,
თვალ-წარბების ხატვაში;
მოვიხატე ტუჩებიც,
მოვარდისფერო საცხით,
თმები გადავივარცხნე,
ოქროსფერი სავარცხლით.
სახლში  რომ  დაბრუნდება,
მსურს, ვუჩვენო  მამიკოს,
დედას ფეხსაცმელებით,
როგორ ვცეკვავ ,,ფლამინგოს"