რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: დათო ჟანრი: სამიჯნურო / პოეზია გამოქვეყნება: 2018-01-03

გულის პასუხი

      


ახლა   ის  დროა   სხვებზე   უკეთ   ჩვენ  რომ  გვესმოდეს.
ყველა   მომდევნო   ეპიზოდი   თითქოს  გვინახავს.
უნდა  გითხრა  და   კიდევ   ბევრჯერ   გავიმეორებ
შენთვის   გამხელილ  ჩემს   გრძნობებზე -როგორ  მიყვარხარ.


მომდევნო   დღეებს   ერთად ყ  ოფნის   სურვილით  ვნიღბავ.
მერე   ვერცერთი   დაპირება   ვეღარ  გვაჯობებს.
და ვდაგავრთ  ასე კ ილომეტრებს  და  გზების  მიღმა
ჩემი   და  შენი  მონატრების  სადარაჯოზე.


უერთმანეთოთ   დაკარგული   თვალეთ  დღეები.
ახლა  ამაზე   ვისაუბროთ   უფრო  ნაკლები.
უნდა  გითხრა,რომ  ჩაგახედებ  ცის  სარკეებში,
შენი   თვალების  სიღრმეებში   დავიკარგები.


ახლა  დროს  მძიმე  წუთებისთვის  აღარ  სცალია.
მომავალია  სიყვარულის  და  ერთმანეთის.
უნდა  გითხრა, რომ   ჩემი  გულის   ერთი  ცალი  ხარ.
ერთი  კი   არა,უფრო   მეტიც,-
ხარ
ე რ თ ა დ ე რ დ ე რ თ ი.


არის კ ითხვები. ინტერესი  და   საიდუმლო
რომელსაც   ვამბობთ, ეს   გრძნობები  თუ  კი  არ შ ეგვშლის.
შემოგხედავ  და  ჩემი   გულის  პასუხს ვკითხულობ
სიცოცხლითა და  სიყვარულით სავსე  თვალებში.