რეკლამა
  • 2018-08-19
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 868

ავტორი: ვაჟა ხორნაული ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-01-11

წყარო უდაბნოში

*** 
ცოცხალი მაშინა ხარ
როცა შენში მოძრაობს მზე
და გალობს ფრინველი.

*** 
კოცნების ჟრიამული
ლავიწის სიახლოვეს
სურნელოვან ბუდეში.

*** 
სიყვარულს
სიხარული უხდება
გაშლილი ფრთების
და არა ჩამოყრილი
უმზეო მხრები.

*** 
სადაცაა
თვალს მიეფარება
ღამე-მიმავალი
სინათლის ხელჯოხით.

*** 
კაცს 
ქალის სითბო 
ალამაზებს
ქალს კიდევ-კაცისა.