რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: თემურ ჯობავა ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-01-16

ისევ ვიცდი

ისევ ვიცდი მოჩვენებითი სტაბილურობით
და შემოსაზღვრულ ფიქრის ზონას უკვე არ ვტოვებ,
განუსაზღვრელი შემოვსაზღვრე, როგორც უცნობი
რამ საგანი, ჰოდა გაბნეულ ირგვლივ ატომებს
თავი ვანებე. მხოლოდ საკუთარ კანსღა ვყნოსავ
დროდადრო (ესეც ინსტიქტია ხორცისმჭამელის),
ჩემს პერსონასაც ვაღიარებ, დიად ხელოსანს,
უჟანგავი რომ გამოჭედა რკინის საბმელი
სააქაოსთვის განკუთვნილი მჭლე სხეულისთვის
და ფანტაზიის ვრცელ მინდვრებსაც გამოარიდა,
ახლა კი ისევ ვიცდი, ვდგავარ იქ, სადაც იწვის
ბოლო იმედი, გაპარული ღია კარიდან.