რეკლამა
  • 2018-08-19
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 868

ავტორი: გიო ზედვაკელი ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-01-18

ლექსებით მოტირალი

რა გზაა... ხრეშიანი,აქა-იქ ბოგირებით,
ამ გზაზე ბავშვობაა: ხტუნვაა... ბოგინები.
ანწლია...იელია... 
და მყრალი ამბროზია.
გამქარალა წყაროები,
შეხედე,რა მოსვლიათ?
ძუსაზე ალებია.
წაბლებში მშობიარობს
ალების  დედოფალი,
კივილით აუკლია
მიდამო.
გაერიდე,გაქცევა  ჯობია რომ,
გადარჩე...
დაისვენო,ბაბუს რომ დაურგია,
ალვებთან.
აუყრიათ ტანები ალვისხეებს,
პატარა ნერგებიდან გამხდარა ქარსაფარი.
რამდენჯერ წინ აღუდგნენ  ხევის ქარს,
განრისხებულს,
რამდენჯერ მოაგლიჯეს თავიდან თავსაფარი.
შევდექი  თხილნარებთან ...
ვიყავი ნეკის ტოლი,
თუ გახსოვს,  შავლეგია,პირველი ნაფაზები.
მე რომ  ქალაქიდან მომქონდა ,,ვინსთონი,,,
მერე მახველებდა  და შენ მაბრაზებდი.
ცხენი  რომ ავაწაპნეთ ვიღაცა  საკვირაველს,
ყვითელი  სიმინდის კვიჭი  ტაროებით.
მთვარის  ქვეშ  ვხარხარებდით
(რა გვქონდა სატირალი)
მთელ ზემო იმერეთში პირველი კაროლები.
შეხედე რა გზებია,რა ნარი,რა  ეკალი,
არ არის იმედი,რომ  სახნისებს მოპირავენ.
მუხასთან დავჯექი და მის დიდ  ტანს ავეკარი,
მე- ისევ  ფუქსავატი ლექსებით მოტირალი.