რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: თემურ ჯობავა ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-01-21

საფიქრალი

საფიქრალი ბევრია თუ სულაც არაფერი?-
რა საინტერესო კითხვაა, რა სასაცილო,
მართლაცდა, საჭირო ნივთია ზოგჯერ საცერი,
რომ გაუცრელი ქვიშნარიდან გამოაცილო
საკუთარი მე, მარცვალ-მარცვალ, სინამდვილემდე
და ცარიელი, უჩარჩოო სარკის წინ წარსდგე,
სიცარიელეს ფიქრგარეშე ნდობით მინებდე,
შემდეგ კი, როცა უავტორო წერტილს აგაცდენს
შემთხვევითობის აბსურდისგან გამოძერწილი
ყოფიერება, სიმარტოვეც სულ სხვა იქნება,
ამქვეყნიური საწყისიდან მკვიდრად შეზრდილი,
შიშის უკვდავი ნაყოფით რომ გამოიკვება.