რეკლამა
  • 2018-11-18
  • რეგისტრირებული წევრი - 234
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 897

ავტორი: ვაჟა ხორნაული ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-01-24

ხიდი სივრცეში

*** 
ხერხი სულ გაღიმებულია
მორთან რომ მიიყვანენ იცინის
და მერე ხერხვისას ხარხარებს.

*** 
დედა აღუღუნდა აკვანთან
და უფრო გალამაზდა
ისედაც ლამაზი სამეული-
ჩრდილი სინათლე და ჰაერი.

*** 
სიჩუმემ გზა დაუთმო
ცის ახალ მხარეში
მიმავალ ექოებს.

*** 
ყვავილოვან მინდორზე
იჩხუბეს
და ზვავზე გადავლისას
შერიგდნენ.

*** 
სინანულმა
ცასთან მიიყვანა
და ღმერთმა
გულიდან ამოუღო
სირცხვილის ეკალი.