რეკლამა
  • 2018-08-19
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 868

ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-01-25

გოგონა, რომელიც ოთხ შვილზე ოცნებობდა...

მინდა გიამბოთ გოგონაზე, რომელიც გათხოვებამდე ოთხ შვილზე ოცნებობდა
მაგრამ როცა პირველი ვაჟი შეეძინა, ეს იმდენად ერთულა, 
ოცნებით სამზე ჩამოვიდა
მერე...

წყალი შეუწყდა
გაზიც და დენიც გაიშვიათდა.
პამპერსი გაუძვირდა
ხელფასი შეუმცირდა (მის ქმარს)
პური გაუძვირდა
ცეცხლი გაუნელდა
წამლები გაუძვირდა
(ხშირად ავადმყოფობდა ბიჭი).


და ოცნებით ორზე ჩამოვიდა...

რადგან წყალი და პამპერსი 
ორჯერ  მეტად გაძვირდა
დოლარი გაუძვირდა
მერე ჯერ ხელფასი შეუმცირეს,
მერე სულაც შეამცირეს
მისი ქმარი...
აღარ ოცნებობდა დიდი ოჯახზე...
უკვე ორ შვილზე ოცნებობდა.
მერე...
ასეთ დროს ამბობენ,
ბევრმა წყალმა ჩაიარაო.
მაგრამ ეს სინამდვილე არაა...

ახლა  ყოველ საღამოს
შიშით შესცქერის 
ცარიელ მაცივარს ,
ონკანს და
ჩაის ჭიქას...
ერთადერთ ხუთი წლის ბიჭს
თვალებში უყურებს და ეშინია,
მისით ტკბობის უნარიც არ შეუმცირდეს...