რეკლამა
  • 2018-11-18
  • რეგისტრირებული წევრი - 234
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 897

ავტორი: ნათია დაშნიანი ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-02-02

* * *

მესმის წვეთების მუსიკა
( შოპენია თუ ბახია)
ალიონმა კი მთებს ღამე
კალთებზე შემოახია.
ბუნება წვიმით ჩარეცხავს
თოვლის შერჩენილ ნაფიფქებს,
ნისლი დარდივით მაწვება
სულზე და მეტად მაფიქრებს
რომ მზით ნაგროვებ იმედებს
გახვრეტილ ჯიბით დავათრევ,
ცავ, ასე რად გამიმეტე,
ლექსის სენი რად დამმართე?!-
თუ რამ სიმდიდრედ ითქმება
სულ თან წაიღეს ლექსებმა
და დაიბნიეს რითმებად
დროდადრო ამოკვნესება.