რეკლამა
  • 2018-02-23
  • რეგისტრირებული წევრი - 214
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 830

ავტორი: თაზო ქიზიყელი ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2018-02-04

გუგული

გუ-გუ გუ-გუს გაიძახის
დღეს დილიდან გუგული,
თან ვგალობო იქადნება -
მე ვარ ამ ტყის ბულბული!

შაშვმა ისე გაიცინა,
ცა ჭახჭახით გააპო,
მიაძახა - იმ ჩხიკვს გავხარ
შენ მამობილ აღაპოს.

აქეთ ჭოტმა გადმოსძახა -
უჰუუ უჰუუ რას გვერჩი?
მთელი ღამის უძილო ვარ,
მჭვალი მადგას თან გვერდში.

და უეცრად ლელიანში
რომ ამღერდა ბულბული,
შურისაგან სულ გალურჯდა
ქარაფშუტა გუგული!