რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: თაზო ქიზიყელი ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2018-02-13

გეჩვევი

გეჩვევი, ვიცი რომ გეჩვევი,
რაღაცა იწყება თავიდან,
გიცქერი, ის ნაზი ია ხარ,
გვიან რომ ამოდის ზვავიდან...

გეჩვევი, არ ვიცი რა მინდა...
მაგ თმების სურნელმა დამათრო,
ეს ღამე ფიქრებში ნალევი,
დილით კვლავ მზის სხივმა დაანთო...

გეჩვევი და ისე განგიცდი, 
ნისლი რომ მთის უბეს ჩაჰყვება...
არ ვიცი მაგ შენი თვალების
სილურჯე სადამდე გამყვება!

გეჩვევი, მაჯებზე ლურჯ ხაზებს,
მჯერა რომ ოდესმე დაგითვლი...
გეჩვევი, ვიცი რომ დაგჭირდეს,
სიკვდილში სიცოცხლეს გაგიცვლი!...