რეკლამა
  • 2018-08-19
  • რეგისტრირებული წევრი - 226
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 868

ავტორი: კალეიდოსკოპი ჟანრი: / სხვა გამოქვეყნება: 2018-02-13

Sinnerman goes mad

      მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად. ახლა კი ჩვენ უნდა გავერკვეთ მასში. სიმართლე, ტყუილი, კეთილი და ბოროტი. ყოველ ჩვენგანში არსებობს შესაძლებლობა მივხვდეთ რა გვმართავს. რა არის ის რაც გვაიძულებს თავგანწირას? გავწიროთ ყველა ფერი რაღაც უფრო დიდისთვის, როცა სხვები ირჩევენ ეგოიზმს? თავს იმწყვდევენ სამყაროში რომელიც თვითონვე შექმნეს. ზოგი ეძებს სიყვარულს თუმდაც ცალმხრივს, როცა სხვებს ამოძრავებთ შიში და ღალატი. არიან ისეთებიც, რომლებიც ხედავენ თავიანთ არჩევანს, როგორც ღრმთის არსებობის ბნელ მტკიცებულებას, სხვები კი მიჰყვებიან გზას კეთილშობილი ბედისწერისა. საბოლოოდ: კარგი, ცუდი, კეთილი თუ ბოროტი... რაც არ უნდა ავირჩიოთ არასოდესაა ის რაც რეალურად გვჭირდება. ეს არის უდიდესი კოსმოსური ხუმრობა, ნამდვილი საჩუქარი რომ ღმერთმა დაგვტოვა.


      პატარაობის ჟამს, ვოცნებობდი, მოსულიყო ვინმე უცნობი და ეთქვა, რომ ჩემი მშობლები არ იყვნენ ნამდვილები. ისინი არ იყვნენ ცუდი ადამიანები, უბრალოდ...უმნიშვნელოები. მე კი მინდოდა ვყოფილიყავი განსხვავებული. განსაკუთრებული. მინდოდა შევცვლილიყავი, ახალი ცხოვრება, ახალი სახე, ახალი სახელი. მხატვრის შვილი ხდება მხატვარი, პოლიტიკოსის შვილი პოლიტიკოსი, ეს ყველაფერი ძალიან უმნიშვნელოა. მე კი მინდოდა ვყოფილიყავი...განსაკუთრებული.

      ახლა განსხვავებული ვარ. ვგრძნობ რომ მომეცა შანსი დავიწყო ყველაფერი თავიდან. ახალი ცხოვრება, ახალი ვინაობა, ახალი მიზანი. ნახევარი მსოფლიო გამოვიარე, რომ მეპოვნა მტკიცებულება. მე კი ის კარს უკან მოვისროლე. აღარავინ პასუხობს ჩემს ზარებს, ისინი ფიქრობენ რომ მე გიჟი ვარ. არ ვარ!!! ეს ხალხი არის სწორედ იქ, ამ კარს მიღმა და ფიქრობენ, რომ ისინი არიან განსაკუთრებულები. ელოდებიან რომ შეიცნონ თავიანთი სრული პოტენციალი. მე ეს ვიცი. მე მათ ვგრძნობ. ჩვენ მათ ვიპოვით ერთად, ჩვენ მომავალი ვართ, ბედისწერა.

      ბიჭი მამის გარეშე ჩამოყალიბდა კაცად, როგორ ახერხებს ის ამას? როგორ ახერხებს მიიღოს რთული, მძიმე გადაწყვეტილებები ცხოვრებაში? გადაწყვეტილებები რომლებიც მხოლოდ ზრდასრულ კაცს შეუძლია ასწავლოს? გაოცდები რამდენი რამ შეიგიძლია გააკეთო რამოდენიმე დოლარით ჯიბეში, არაბული აქცენტით და რომელიმე ევროპული ენის ცოდნით. მიკედლებული მიგრანტი, პარაზიტი. მე შემეძლო ვყოფილიყავი არავინ, მაგრამ მე გავხდი მონსტრი. ყველა საკუთარ თავთან ომშია და ეს ნიშნავს რომ ადამიანია. შენ მხედავ მე როგორც მონსტრს, მაგრამ შენ მაქციე ამ მონსტრად.

      კაცობრიობა ჩემი მძევალია, მისი სიკვდილი კი დამეხმარა მეპოვნა ზღვარი. ზღვარი რომლის გადაკვეთაც მე შემიძლია შენ კი არა. ის ზღვარი რომელიც მეუბნება, რომ შემიძლია გავაკეთო ყველაფერი, თუმდაც მოვკლა ხალხი, ცივსისხლიანად. რა პოეტური და დრამატულია არა ?! თუკი ყველა იფიქრებს რომ მე მოვკვდი. ეს უფრო გამიადვილებს საქმეს. საბოლოოდ მე ვიქნები უკანასკნელი მათგანი. სასაცილოა, კაცობრიობის დასასრული არა ბუნებრივი კატაკლიზმები ან აპოკალიფსია, არამედ თავად თვითონ. მისივე ხელით იმზადებს აპოკალიფსის სუპს. ჯერ მხოლოდ მოხარშვა აკლია, ცოტა მარილი, ცოტაც

      სისხლისფრად შეღებილი ხორცეულობა ნაწილებად დაჭრილი, ცოტაც ცხოველების შგნეულობა და წიწაკა გემოვნებით. ევრიკა!!! აპოკალიფსის სუპი მზადააა!!!
რატომ არსებობს სამყაროში ბოროტი? რამდენი ანგელოზი დაეტევა ერთ პატარა მონეტაზე? როგორ ვქმნით სიყვარულს? არსებობს სამყაროში ღმრთის ნება თუ ყველაფერი მონეტის ორ მხარეზეა დამოკიდებული? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? გვეშინოდეს სიკვდილის და არსებობიდან გაქრობის? თუ გვქონდეს იმედი მარადიული ცხოვრების და სამოთხეში ლუდით გამოთრობის? თითქოს ეს უკანასკნელიც კი მოსაბეზრებელი არ იყოს. მე ის ვარ ვინც ამ კითხვებზე პასუხს გასცემს. ბევრ ადამიანს ეს არ შეუძლია. მე ,,ბევრი ადამიანი,, არ ვარ!!!

      მე შენ მახსოვხარ!!! შენ, ჩემნაირი ხარ ხო? სიამოვნებით ვნახავ ეს როგორი იქნება. ეს ძირითადად ის ნაწილია როცა ადამიანები კივილს იწყებენ, მაგრამ მე და შენ, ჩვენ ნდობის მიზეზი გვაქვს, არა ძმაო? ძმა ძმის წინააღმდეგ, ეს თითქმის ბიბლიურიცაა. მე ის ვარ ვისაც ბრალს დებენ კაცობრიობის ამოჟლეტისთვის მაგრამ მე და შენ ვიცით ნამდვილი ისტორია. ასეა არა?! მე არასოდეს მოვკვდები, როგორც ვხვდები უკვე არც შენ.

                                                                            მე შენ მახსოვხარ!!!