რეკლამა
  • 2018-05-22
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 851

ავტორი: ნინო ქოქოსაძე ჟანრი: / პოეზია გამოქვეყნება: 2016-02-18

შორი–შორს

ციმციმებს
ცისფერი ლაგუნა – თვალები.
ისეთი სუფთაა
კენჭივით დაუთვლი სურვილებს.
ჩვენ ბედმა გვარგუნა
გვეხუროს სხვადასხვა ნაპირი,
და მაინც,
ერთნაირ ტალღებზე გვარწევდეს...
და როცა გაიხდის კუნძული პალმების პარეოს,
მთვარეა  ჩვენს ცაზე სხვადასხვა ყალიბის,
და მაინც,
ერთ წყალში შევდივართ მე და შენ,
უვადო მარტოობით დასჯილი.
გავხედავთ ანაზდად დასიცხულ დაისებს,
მზე მუხლზე ადნება ჰორიზონტს,
ჩვენც ასე –
ძალიან ახლო ვართ,
და ასე, 
ძალიან შორი–შორს.