რეკლამა
  • 2018-05-22
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 851

ავტორი: ნათია ჯაფარიძე ჟანრი: სამიჯნურო / პოეზია გამოქვეყნება: 2016-03-04

ვერხვიფოთოლა

გოგო...  გოგო მესოფლია
გოგო ვერხვიფოთოლაო,
ჩაიარა, დააყარა,
საქალეთმა ქოქოლაო:
_ამოვარდა შენი ჯიში!
ამოვარდა შენი გვარი!
ბიჭები კი დარდიანად:
_ე, რა კაი ვინმე არი!
_რა ლამაზი რამე არი!

_ქვეყანაში ფრთას რომ უსვამ , 
იმიტომ დგას გარში დარი.

_ბიჭო, წინ ნუ მეღობები!
ბიჭო, ნუღარ მაცდენ და... 
გზა ჭენებით არ გაცვდება,
შენი იქნა გაცვეთა!

_დარდებისგან გალეწილი,
ვერხვს ვეფარვი შენი ლანდი!
(პირდაპირ რას შევბედავ და ...
გულში თვალს თუ ჩავუკრავდი.
გოგო... გოგო ცერცემეტა,
გოგო თვალებშტრემია ,
ჯერ არ ვუმხელ, მაგრამ ვიცი,
დღეს_ არა?! ხვალ_ ჩემია!