ავტორი: ვაჟა ხორნაული | ჟანრი: / პოეზია | გამოქვეყნება: 2016-03-04 |
სტუმარი ციდან |
||
*** სიყვარული რომ არა არ გამოჩნდებოდა უდაბნოს შუაგულში გვირილა და ჩიტი ოკეანის თავზე. *** მლოცველი ერთ ადგილს მიჯაჭვული როგორც ფუტკრიანი ყვავილი. *** მიწის სარკმლებიდან გამოწვდილი ხელები გეგონება ახლად შემოთოხნილი ნერგები... *** და გული დამშვიდდა როდესაც დაინახა რომ მზის ბზარი სარკმლისა ყოფილა. *** რა ქნას შველმა როდესაც ტყის გარეთ მზე და სიკვდილია ხოლო ტყეში სიჩუმე მგლებისა. *** დარდი და სიხარული ერთად კი არიან მაგრამ ვერ ხედავენ ერთმანეთს როგორც ერთი სახის თვალები. *** ზოგჯერ მიწისძვრა ისეთი მსუბუქია თითქოს ზეციერმა ახლად ამწვანებულ ჰორიზონტს გადაუსვა ხელი. |
||
კომენტარები (5) |