რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: ნინო ქოქოსაძე ჟანრი: თარგმანი / პოეზია გამოქვეყნება: 2015-12-23

ფლეიტა - ხერხემალი (ვლადიმირ მაიაკოვსკი)

პროლოგი
 
თქვენ გაგიმარჯოთ, 
ვინც მომწონდით ანდა მომწონხართ, 
და ვისაც სულის ჯურღმულები ხატივით მალავს. 
როგორც ფიალას,თქვენს სადღეგრძელოდ, 
ლექსებით სავსეს - ვწევ თავის ქალას. 

სულ უფრო ხშირად მეფიქრება, 
საკუთარ ბოლოს 
ტყვიის წერტილი დავუსვა და 
გათავდეს! მორჩეს! 
მე დღეს, 
ყოველი შემთხვევისათვის, 
გამოსათხოვარს გთავაზობთ კონცერტს. 

ხსოვნავ! 
შეკრიბე ტვინთან - დარბაზში, 
შეყვარებულთა უწყვეტი მწკრივი. 
თვალიდან თვალში გადაცალე სიცილი, 
მერე - 
მორთე ეს ღამე ძველი ქორწილით. 
იყოს ყველასთვის დაუვიწყარი, 
გალაღდნენ ტანთან ტანის შეხებით, 
მე კი დავუკრავ ფლეიტაზე - 
ფლეიტაზე ჩემი ხერხემლის! 



Флейта-позвоночник 
Владимир Маяковский 

За всех вас, 
которые нравились или нравятся, 
хранимых иконами у души в пещере, 
как чашу вина в застольной здравице, 
подъемлю стихами наполненный череп. 

Все чаще думаю - 
не поставить ли лучше 
точку пули в своем конце. 
Сегодня я 
на всякий случай 
даю прощальный концерт. 

Память! 
Собери у мозга в зале 
любимых неисчерпаемые очереди. 
Смех из глаз в глаза лей. 
Былыми свадьбами ночь ряди. 
Из тела в тело веселье лейте. 
Пусть не забудется ночь никем. 
Я сегодня буду играть на флейте. 
На собственном позвоночнике.