რეკლამა
  • 2018-05-22
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 851

ავტორი: ასფურცელა ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2016-06-24

თერძი ზებრა

არც ბალახი გაიკარა,
არც ვაშლი და სტაფილო,
თურმე დიდი შეკვეთა აქვს,
ამიტომ ვერ სადილობს.

კაბას კერავს თერძი ზებრა,
მაგრამ უკმაყოფილოდ_
სპილოსათვის კაბის კერვა
ურთულესი ყოფილა!

_ეს რა ფერის ქსოვილია?
უსახური, უჩინო,
გემოვნება ამ ცხოველებს
როგორ გადავურჩინო?

რა ყვავილი, რის უჯრედი?!
უჰ, რამდენი ვიცინე!
კაბა, თან გამოსასვლელი,
ზოლიანი ვიცი მე!