რეკლამა
  • 2018-10-23
  • რეგისტრირებული წევრი - 232
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 890

ავტორი: მარი მემანიშვილი ჟანრი: / სხვა გამოქვეყნება: 2016-12-18

ის...

ის ყოველ დილით ტბის ნაპირზე ზის და სივრცეში იყურება
ის ყოველდღე ტბაში კენჭებს ითვლის
მას მუხლებზე მუდამ უდევს პლედი და გადაუშლელი წიგნი
და მუხლები მაინც სულ გაყინული აქვს.
მის ხელებს წიგნის გადაშლა არ შეუძლია.
მას არ ტკივა სული...მას საერთოდ არაფერი ტკივა...
ის ყოველთვის ოცნებობდა მოგზაურობაზე და...
ვერცერთხელ  ვერ აიხდინა...
რამდენჯერაც  დააპირა შორეული მოგზაურობა,
იმდენჯერ  წაშალა საკუთარი  ანარეკლი ტბის ზედაპირზე,
მერე  სხვადასხვა ზომის წრეებად რომ იქცა...
მას არ გაუგონია, გუგულმა როგორ გადაუფრინა,
ის მაინც ტბისკენ იხედება და კენჭებს ითვლის.
მასთან ყოველ საღამოს მიდის ღვთისმშობელი  და სანთლისგან გაპოხილი თითებით თავზე ეფერება.

ის  ყოველდღე იხდის ბედნიერებას და ტბაში აგდებს...