რეკლამა
  • 2018-05-26
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 854

ავტორი: ფოტინე ჟანრი: / სხვა გამოქვეყნება: 2016-09-10

საზღვაო ოფიცრების სიმღერა (ანდრეი ვოზნესენსკი)

ვუძღვნი მიშა რატიანს

გამომაღვიძებ ცისკრისას ფრთხილად, 
გასაცილებლად ფეხშველა იწევ, 
უკვე ვერასდროს ვეღარ მიხილავ, 
მაინც ვერაფრით ვერ დამივიწყებ. 

არ მოგაკარებ ჟრჟოლას, ციებას, 
გულში ვადიდებ უფალ-ღმერთს მაღალს. 
ვერასდროს შევძლებ შენს დავიწყებას, 
თუმცა ვერასდროს უკვე ვერ გნახავ. 

ქარში ციმციმებს უსასოო და 
მუქ ალუბლებზე ცრემლების წყება. 
უკან მოხედვა დავცადე ცუდად. 
უკვე ვერ შევძლებ შენს დავიწყებას. 

და მოწყვეტილი ეს ორი ფრაზა 
დაღლილა ცაში უმიზნო რწევით: 
ვეღარასოდეს თუმცა ვერ გნახავ, 
აღარასოდეს დამავიწყდები. 

РОМАНС МОРСКИХ ОФИЦЕРОВ 

Ты меня на рассвете разбудишь, 
Проводить не обутая выйдешь, 
Ты меня никогда не забудешь, 
Ты меня никогда не увидишь. 

Заслонивши тебя от простуды, 
Я подумаю: Боже Всевышний! 
Я тебя никогда не забуду, 
И уже никогда не увижу. 

Не мигают, слезятся от ветра 
Безнадежные карие вишни. 
Возвращаться плохая примета. 
Я тебя никогда не увижу. 

И качнутся бессмысленной высью 
Пара фраз залетевших отсюда: 
Я тебя никогда не увижу, 
Я тебя никогда не забуду...