რეკლამა
  • 2018-05-22
  • რეგისტრირებული წევრი - 224
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 851

ავტორი: ნათია ჯანაშია ჟანრი: საყმაწვილო / პოეზია გამოქვეყნება: 2016-11-02

ვირუსები

დათუნია ღიპიანს
 რა ხანია გრიპი აქვს.

ათასგვარი წამალი
 სასთუმალთან უწყვია,
 ბუნაგიდან ცხრა დღეა
 დრუნჩი არ გაუყვია.

მნახველებსაც არ იღებს,
 კარი ჩაურაზია,
 სიცხე ოცდაცხრამეტი
 და ჩვიდმეტი ხაზი აქვს.

სნეულ შვილებს სოროში
 ანუგეშებს მელია:
 "თქვენ კი არა, ვირუსებს
 დათვიც ვერ მოერია."