რეკლამა
  • 2018-02-26
  • რეგისტრირებული წევრი - 215
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 832

ავტორი: ტენდი ჟანრი: / პუბლიცისტიკა გამოქვეყნება: 2016-12-23

ცოტა რამ ორ ზღაპარზე

მოკლედ, ვიდრე ჩვენი განათლების მინისტრი მიჯაჭვულ ამირანსაც გაიხსენებს, რამე ბიზნესში ჩართავს და მთლად უზღაპრო-ულეგენდებოდ დაგვტოვებს, მინდა ქართულ ზღაპრებზე ორიოდე სიტყვა ვთქვა.

ამ შემთხვევაში ჩემს აზრს გაგიზიარებთ ზღაპრებზე: "თხა და ვენახი" და "რწყილი და ჭიანჭველა" - ამ ხალხური ზეპირსიტყვიერების ორი ნიმუშის უნიკალურობაზე.

თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ, არ დამეთანხმოთ.

1. "თხა და ვენახი" - ეს თავისი სტრუქტურით ჰგავს რიცხვების წინ თვლას და უკუთვლას... მაგალითად, ჩვენ ადრეულ ბავშვობაში (პირველ-მეორე კლასში) გვასწავლიდნენ: 1, 2, 3, 4, 5 ,6, 7......7, 6, 5, 4, 3, 2, 1. ზუსტად ეს პრინციპია ორივე ზღაპარში და ერთიმეორისაგან ცოტა განსხვავებულად.

თუ ავღნიშნავთ ყველა არსებით სიტყვას რიგითობის მიხედვით, მაგალითად:
ვენახი - 1,
თხა - 2,
მგელი - 3,
თოფი - 4,
ჟანგი - 5,
მიწა - 6,
მივიღებთ ასეთ რამეს:
"მოდი, ვნახოთ ვენახი (1).
რამ შეჭამა ვენახი? 
მიველ, ვნახე ვენახი,
თხამ (2) შეჭამა ვენახი". - ანუ, - 1,2.
"მოდი, ვნახოთ თხა,
რამ შეჭაა თხა?
მიველ, ვნახე თხა,
მგელმა(3) ჭამა თხა" - აქ გვაქვს - 1, 2, 3.
აქ კი, - "მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა" - გვაქვს: 3, 2, 1.
ესე იგი, მივიღეთ წინ თვლა: 1, 2, 3 - და უკუთვლა - 3, 2, 1.
აქ უკვე ბავშვმა უნდა დაიმახსოვროს, რომ შეჩერდა მგელზე(3) და გააგრძლოს მგლიდან(3):
„მოდი, ვნახოთ მგელი (3), 
რამ შეჭამა მგელი?
მიველ, ვნახე მგელი,
თოფმა (4) ჭამა მგელი“. - რიგითობით მივიღეთ - 3, 4.
"თოფმა(4), მგელი (3),
მგელმა თხა (2),
თხამ ვენახი (1) შეჭამა", ანუ - 4, 3, 2, 1.
ტექსტი აქამდე გამოიყურება ასე: 1, 2, 3 - 3,2,1 (3,4) - 4, 3, 2, 1;
აქაც თოფია (4) დასამახსოვრებელი და ტექსტი გრძელდება თოფიდან (4) :
"მოდი, ვნახოთ თოფი (4),
რამ შეჭამა თოფი?
მიველ, ვნახე თოფი,
ჟანგმა (5) ჭამა თოფი" - აქ გვაქვს - 4, 5.
"ჟანგმა(5) თოფი,
თოფმა(4) მგელი,
მგელმა(3) თხა (2), 
თხამ ვენახი (1) შეჭამა” - ანუ, უკუთვლით - 5, 4, 3, 2, 1.
ტექსტის გასაგრძელებლად საჭიროა ჟანგის (5) დამახსოვრება:
"მოდი, ვნახოთ ჟანგი (5),
რამ შეჭამა ჟანგი?
მიველ, ვნახე ჟანგი,
მიწამ (6) ჭამა ჟანგი“. - აქ არის 5, 6.
"მიწამ (6) ჟანგი,
ჟანგმა (5) თოფი,
თოფმა (4) მგელი,
მგელმა (3) თხა,
თხამ (2) ვენახი (1) შეჭამა“. - ანუ, 6,5,4,3,2,1.
ამ ტექსტის საბოლოო სახე ციფრებში ასეთია :
1,2,3-3,2,1 - 3,4- 4,3,2,1 - 4,5- 5,4,3,2,1 - 5,6 - 6,5,4,3,2,1.

მოდით, ახლა ჩვენ და მშრალ ციფრებში დავამახსოვრებინოთ ბავშვებს ასე წინ თვლა და უკუთვლა, თან ისე, რომ არ დაავიწყდეს, რომელ ციფრზე შეჩერდა, ანუ საიდან დაიწყო უკუთლა და საიდან უნდა გააგრძელოს წინთვლა.

ვერაფერს დაამახსოვრებინებ, ორ ციფრსაც კი.

თან როგორი რიტმი აქვს ამ ზღაპარს, - ვერც მიხვდებით, ურითმო თუა.

აქედან გამომდინარე, ეს, ჩვენი მინისტრისაგან დაწუნებული "თხა და ვენახი" ავითარებს მახსოვრობას, წარმოსახვის უნარს (სხვანაირად ვერ დაიმახსოვრებს, თუ არ წარმოიდგინა მგელიც, თოფიც, თხაც...), ლოგიკურ აზროვნებას, ვინაიდან მათემატიკური პრინციპია ჩადებული და რიტმის გრძნობა.

მეტი რა უნდა, დალოცვილო, ამ ერთი ზღაპრიდან?!

ბოლოსდაბოლოს, თუკი მაინცადამაინც ამერიკული სწავლა-განათლების მომხრეა, ამ ტექსტს დაადონ მუსიკა და ნამდვილი რეპია!

2. იგივე პრინციპითაა "რწყილი და ჭიანჭველა".

ჩვენი ბავშვობის მეგობარ რწყილს მთელი შრომა წყალში რომ არ გადაუყარონ და თან ქრთამის მიცემაშიც არ დასდონ ბრალი, მის დასაცავად ვიტყვი, მოყვასის გადასარჩენად ქრთამის მიცემა გამართლებულია ბიბლიით. ბოლოსდაბოლოს, თვითონ რწყილს ხომ არ შეუთავაზებია ქრთამი, გამოსძალეს გაჭირვებულს. 

ჰოდა იმან იფიქროს, ვინც გამომძალველია და დახმარებაში ქრთამს თხოულობს. 
ისე, რომ ქართულ ზღაპრებს თავი დაანებონ.