რეკლამა
  • 2018-10-23
  • რეგისტრირებული წევრი - 232
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 890

ავტორი: ტატო ახალი ჟანრი: / სხვა გამოქვეყნება: 2016-12-26

მოგონება 20 წლის შემდეგ

რა მაგარი დრო იყო ტო, არც გაზი, არც შუქი, წყალი გრაფიკით, ზნაჩიტ კომუნალურის ქვითარიც არ მოდის, დენის შოჩიკში ფოტოაპარატის ლენტაა გათხრილი და ინკასატორის გამოჩენაზე უბანში ყველა ოჯახის ყველა ბავშმა იცის რა უნდა თქვას: " ბიძია სახლში მარტო ვარ და კარებს ვერ გაგიღებ, გარედან ვარ ჩაკეტილი". უბანში ერთი პრისტავკა, ერთი რემბოს კასეტა, ერთიც ვანდამი, ზოგჯერ კომანდოც იშოვებოდა, ერთიც პორნო ემანუელა, მარა რად გინდა–შუქი არაა. დილის ნამცხვარი–კარაქიან პურზე მოყრილი შაქარი, ოღონდ სადაა კარაქი, მარგარინი ონა–ნატურალური კარაქის გემო. მეორე დღეს ყვითლდებოდა და ნატურალური ერბოს გემოზე გადადიოდა. უბნის ყველაზე მაგარი გასართობი–ფეხბურთი, უბანში ერთი ბურთია და პატრონი აჯდება. ამიტომ ისევ ქურდი ზონაშის მივაწვეთ. რადიო ელემენტებზეა, ელემენტი რო დეჯდება უნდა გადმოხარშო, მარა სადაა გაზი? ამიტომ რადიო არაა.ისევ დაჯდა ოჯახი და ერთმა, რომელმაც კითხვა ყველაზე კარგად იცის დუმბაძე უნდა წაიკითხოს, მაგაზე სახალისო რა გინდა? მეზობელს დაბადების დღე აქვს და ქეთინოს მაღაზიაში ხუთი ცალი ზუკოს წვენი, ხუთიც ნაპოლეონი და ორი ლარნახევრიანი პიცა იყიდა. რა ფული აქვს ამ ხალხს გადაირევი. "პური 35 თეთრი ღირს და 300 გრამიც არაა"–ბრაზობს ბებია სამართლიანად, მთელს ქვეყანასთან ერთად მისი პენსიაც გაყინულია უვადო ვადით. ლოგინიც გაყინულია და დაწოლა არავის უნდა. კერასინკა უმოწყალოდ ბოლავს, არადა ვერ გამორთავ ჯერ იმიტო,რო გაიყინები და მერე მეორეც–წყალი ხო უნდა ადუღდეს, ცხელ წყალს ბოთლში ჩაასხავ ლოგინში შეაგდებ და ათ წუთში შეგიძლია დაიძინო–ლოგინი თბილია. მეოე დღეს იღვიძებ, ლოგინის ბოთლი ისეთივე ცივია როგორც ქუჩა. არ გინდა ადგე? მარა უნდა ადგე. სკოლა გეძახის, სკოლა კი არ გეძახის, შეშა და სალიარკა გაქვს მისატანი. ეს მასწავლებლები რა ტიპები არიან ტო, რა დროს გაკვეთილია ამ ყინვაში? მარა ვის ესმის შენი ტკივილი? და ასეა ყოველ დღე, არა, მაგარი დრო იყო, ჰუმანიტარული დახმარებაც მოდიოდა ხოლმე. აუ კომპიუტერი რას გაასწორებდა... მამა შემპირდა გიყიდიო, რა მაგარი იქნება კომპიუტერი, ტანკები და კულინძები.... მარა შუქი რო არ არის.... არა, მაგარი დრო იყო...