რეკლამა
  • 2018-06-22
  • რეგისტრირებული წევრი - 225
  • ავტორები - 24
  • ნაწარმოებები - 862

მთავარი მენიუ

მოგესალმებით და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

თქვენ ახლა იმყოფებით ლიტერატურულ საიტზე, რომელიც შეგნებულად იმ პარამეტრებისა და ფუნქციების გათვალისწინებით გაკეთდა, რაც სხვა ქართულ ლიტერატურულ საიტებს გააჩნიათ. ჩვენი სურვილი არ ყოფილა შეუჩვეველი, ახალი და უახლესი ოპციებითა თუ დიზაინით გადაგვეტვირთა საიტი... პირიქით, შევეცადეთ რაც შეიძლება მარტივი, იოლად გასაგები, უბრალოდ სამართავი და სასიამოვნო სივრცე შემოგვეთავაზებინა.

ერთადერთი სურვილი გვამოძრავებდა მხოლოდ, - ახალი ქართული ლიტერატურული პროცესების უფრო დაკვირვებული, უფრო მონდომებული და პროფესიონალური თვალის დევნება. ამ სურვილს თქვენს გარეშე რეალიზება არ უწერია... ამიტომ, ნებისმიერი თქვენთაგანი, ვისაც ლიტერატურა უყვარს და აინტერესებს, ჩვენი ანგარიშგასაწევი სტუმარი ხდება!

საიტის დაბადების თარიღად, მისი ვირტუალურ სივრცეში სრულად გაშვების დღეს, - ბარბარობას, 2015 წლის 17 დეკემბერს ვაწესებთ.

...თუმცა, ჯერ სამუშაო არ დასრულებულა და რამდენიმე თვის განმავლობაში ყურადღებით მივადევნებთ თვალ-ყურს თქვენს სურვილებს, შენიშვნებს, იდეებს, საქმიან წინადადებებს და პარალელურად შევეცდებით ხარვეზების გასწორებას.

მენიუს ბოლო ოპცია "მოგვწერეთ" სწორედ ამ სასურველი საქმიანი კონტაქტისთვის არსებობს. გთხოვთ, ნუ დაიზარებთ და ნებისმიერი, საიტის მუშაობისას თუნდაც უმნიშვნელო შეფერხების შესახებ დაუყოვნებლივ გვაცნობეთ.

რაც შეეხება შემოქმედებით საჩივრებსა თუ იდეებს, ამისთვის საიტზე არსებობს ადმინისტრატორი სახელად "ლიტერატორი", რომლის ელექტრონული მისამართია literatori.com@mail.com და მხოლოდ მასთან შეგიძლიათ გაარკვიოთ ნებისმიერი სადავო საკითხი.

მიუხედავად იმისა, რომ არც კი შეგახსენებთ ლიტერატურულ საიტზე კორექტული, მხოლოდ საქმიანი და მხოლოდ კეთილგანწყობილი ურთიერთანამშრომლობის საჭიროებას, მაინც გაცნობებთ: ნებისმიერი ფორმით გამოხატული სიძულვილის ენა თუ საიტის წევრის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაუყოვნებლივ წაიშლება, ხოლო კომენტარის ავტორი დროებით ან სამუდამოდ დაიბლოკება მოდერატორის მიერ. მოდერატორის ვინაობასა და მის ელექტრონულ მისამართს შეგნებულად არ ვაცხადებთ.

მობრძანდით...

ამ გვერდზე გზის გაგნება არ გაგიჭირდებათ: ჩვეულებრივი საინფორმაციო გვერდია, სადაც დრო და დრო გამოქვეყნდება მოკლე ინფორმაციები ლიტერატურული სიახლეების შესახებ... და არა მარტო სიახლეების. ლიტერატურულ სივრცეს ძველის გახსენებაც (გამეორებაც) უხდება.

შეგიძლიათ ითანამშრომლოთ ჩვენთან და თავადაც მოგვაწოდოთ მასალები.

მარათონში - მიმდინარე წლის განმავლობაში, საიტზე გამოქვეყნებული, ყველაზე რეიტინგული ნაწარმოებების აღნუსხვა ხდება.

გვერდის გახსნისას ჩანს საერთო სია, სადაც მოცემულია ყველა ჟანრის ნაწარმოებთა პირველი ათეული, რომელიც სადღეისოდ ყველაზე მაღალი ქულებით შეაფასა მკითხველმა;

აქვე შესაძლებელია ნაწარმოებების რეიტინგის ნახვა ცალკეული ჟანრების მიხედვით, - ასევე საუკეთესო ათეულები პოეზიაში, პროზაში, თარგმანში (პროზა, პოეზია), საყმაწვილო საკითხავსა (პროზა, პოეზია, თარგმანი) და ცალკე, - დანარჩენ ჟანრებში გამოქვეყნებულ ტექსტებს შორის.

მარათონის მაჩვენებლებს ადგენს ავტომატური პროგრამა და მისი მონაცემები იცვლება მხოლოდ და მხოლოდ რედაქტორთა და მკითხველთა მიერ დაწერილი ქულების მიხედვით.

სამკითხველო, როგორც წესი, ნებისმიერი ლიტერატურული საიტის უმთავრესი განყოფილებაა: აქ, სამწუხაროდ, ავტორების მიერ გამოგზავნილ ყველა ნაწარმოებს ვერ იხილავთ. ნაწარმოებები შემოდის ჯერ რედაქციაში, სადაც მათ რედაქტორები ეცნობიან და მერე, მხოლოდ ის მასალები, რომლებსაც რედაქტორთა შეფასებით, მინიმუმ ხუთი ქულა დაუგროვდება, ავტომატურად გადმოდის სამკითხველოში.

დიახ, ამ გვერდზე თქვენ, რედაქტორთა მიერ მეტნაკლებად მოწონებულ ნაწარმოებებს ეცნობით!

დიახ, თქვენ თავადაც შეგიძლიათ შეაფასოთ ნაწარმოები და საკომენტარო სივრცეში საკუთარი აზრიც დააფიქსიროთ. გაითვალისწინეთ, რომ ნაწარმოებების რეიტინგი სწორედ რედაქტორთა და მკითხველთა მიერ მინიჭებული ქულების ჯამით გამოითვლება.

ყოველი ნაწარმოების ბოლოში მოცემულია შეფასებისა და საკომენტარო სივრცის გასახსნელი ღილაკი.

კითხვა: რა ბედი ეწევა ნაწარმოებს, რომელიც რედაქტორთა დადებით შეფასებას ვერ მიიღებს?

პასუხი: ერთი თვის განმავლობაში იდება რედაქციაში და ბოლოს წაიშლება. ამ ხნის მანძილზე ავტორს შესაძლებლობა ექნება დაეკონტაქტოს რედაქტორებს და გაერკვეს, რის გამო იქნა დაწუნებული მისი ნაწერი. ეს მიმოწერა, ცხადია, არ არის საჯარო.

ამ გვერდზე გადმოდის ყველა კომენტარი, რომელიც ცალკეული ნაწარმოებების შეფასებისას იწერება.

სხვა რა კითხვა გაქვთ ამ გვერდთან დაკავშირებით?

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია

არა... ამ გვერდზე არ არის თავმოყრილი ყველა ის ავტორი, ვინც ერთხელ მაინც გამოგზავნა რედაქციაში თავისი ნაწერი. ავტორობა ჩვენი საიტისთვის ერთობ საპატიო სტატუსია და დამსახურება სჭირდება.

კითხვა: რა უნდა გავაკეთო, რომ გავხდე ავტორი?

პასუხი: უნდა დაწეროთ და მოგვაწოდოთ ღირებული, ხარისხიანი მხატვრული ნაწარმოები!

ავტორობის სტატუსის მინიჭება ხდება სარედაქციო კოლეგიის მიერ, სხვა და სხვა კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი ერთობლიობის საფუძველზე. არაფერი განსაკუთრებული, - ლიტერატურული ტალანტი სრულიად საკმარისია!

ეს გვერდი წარმოადგენს ჩვენი საიტის ყველა დარეგისტრირებული წევრის სიას, მათი დარეგისტრირების თარიღის, საიტზე მინიჭებული სტატუსისა (მკითხველი, მკითხველი+, ავტორი, საპატიო წევრი, რედაქტორი, ადმინისტრატორი) და გამოქვეყნებული კომენტარების რაოდენობის მითითებით.

საიტის წევრი დარეგისტრირებისთანავე იღებს მკითხველის სტატუსს და მის სამუშაო ოთახში ნაჩვენებია, რა უფლებებით სარგებლობს იგი: ეცნობა ნაწარმოებებს, ტოვებს კომენტარებს, აქვეყნებს საკუთარ ნაწარმოებებს, მოწონებული ნაწარმოებების მონიშვნით ქმნის საკუთარ რჩეულ სამკითხველოს, სარგებლობს პირადი საფოსტო ყუთით;

მკითხველი+ - ეს სტატუსი რედკოლეგიის გადაწყვეტილებით ენიჭება იმ მკითხველს, რომელიც გამორჩეულად საინტერესო კომენტარს ტოვებს წაკითხულ ნაწარმოებებზე და ყოველი მისი აზრი ლიტერატურული კრიტიკის თვალსაზრისით საყურადღებოა. მკითხველი+ სარგებლობს ორქულიანი შეფასების უფლებით;

ავტორი - ყველა სხვა წევრისგან განსხვავებით, სარგებლობს საავტორო გვერდის სივრცით, სადაც დაცულია მისი გამოქვეყნებული ყველა ნაწარმოები, საინფორმაციო ტექსტი თავად ავტორის შესახებ და მთავარი ფოტო, მისი რჩეული ფოტომასალა და ვიდეომასალა. ავტორებს საშუალება აქვთ თავად გააფორმონ საკუთარი გვერდი სასურველი ფონებით. მათ ნაწარმოებების (გარდა საკუთარისა) შესაფასებლად სამი ქულა გააჩნიათ. ავტორის სტატუსის მინიჭებას ასევე წყვეტს რედკოლეგია;

საპატიო წევრი - ეს სტატუსო სრულად შეესაბამება თავის სახელს და ენიჭება საიტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, მოცემული ვირტუალური სივრცისთვის საინტერესო წევრებს. საპატიო წევრი სარგებლობს ოთხქულიანი შეფასების უფლებით;

რედაქტორი - საიტის ლიტერატურულ ხარისხს სწორედ ეს სტატუსი განსაზღვრავს. რედაქტორი კითხულობს, აკომენტარებს და აფასებს რედაქციაში შემოსულ ნაწარმოებებს და მხოლოდ მისი დადებითი შეფასების შემთხვევაში, რედაქციიდან სამკითხველოში გადაინაცვლებს მოწოდებული მასალა, რომლის წაკითხვა და შეფასებაც შეეძლებათ საიტის დანარჩენ წევრებს. რედაქტორი სარგებლობს ხუთქულიანი შეფასების უფლებით (საიტის მაქსიმუმით). რედაქტორი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს საიტის სახესა და ავტორიტეტს;

ადმინისტრატორი - სარგებლობს საიტის ყველა უფლებით და პასუხს აგებს თითოეული წევრის უფლებების დაცვაზე, მათი საქმიანი წინადადებების გათვალისწინებაზე და საიტთან დაკავშირებული ტექნიკური თუ შემოქმედებითი პრობლემების მოგვარებაზე.

აქვე გაცნობებთ, რომ ყოველი სტატუსის მინიჭება ხდება არა ავტომატურად, არამედ საიტის ადმინისტრაციისგან საიტის წევრთა პერსონალური განხილვით. ამდენად, რაიმე შეუსაბამობის შესახებ გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ და ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ მოახდენს რეაგირებას.

რედაქციაში შესვლა, მასალების წაკითხვა, შეფასება და კომენტარების დაწერა მხოლოდ რედაქტორებს ევალებათ.

გარწმუნებთ, იქ საინტერესო არაფერი ხდება, გარდა რუტინული და ძალზე საპასუხისმგებლო საქმიანობისა.

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია

მიმდინარეობს რეკონსტრუქცია

სტანდარტული ტიპის ფორუმია, სადაც, სასურველია თემის გათვალისწინებით წარიმართოს საუბრები...

ვისაც ამჯერად ჩამოყალიბებული სათქმელი არაფერი გაქვთ და მხოლოდ თავის შექცევას აპირებთ, გირჩევთ, ფორუმის პირველივე თემაში, "უკანა ეზოში" შებრძანდეთ.

მენიუში მოიძიეთ ოპცია "გზამკვლევი" და გაეცანით... თუმცა თქვენ უკვე აქ ხართ!

მოგვწერეთ!

სამუშაო ოთახის მენიუ

ამ ოპციიდან იმართება თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც ბარათის სახით მიეწოდება ნებისმიერ მსურველს. მონაცემების შეცვლა შესაძლებელია შეუზღუდავად.

თავდაპირველად ვწერთ გამოსაქვეყნებელი ნაწარმოების სათაურს და ჟანრის ორივე უჯრიდან ვირჩევთ სასურველ წვილ სიტყვას.

შემდგომ, ვორდიდან დაკოპირებული ტექსტი გადმოგვაქვს ნაწარმოების სივრცეში და მოვიშველიებთ ოპციას "უნიკოდში გადაყვანა". ნაწარმოების სივრცეში, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია რეალურ დროში ტექსტის დაწერაც, დამატებითი ოპციის მოშველიების გარეშე.

შემდგომ ვირჩევთ ოპციებს: "გამოქვეყნება" ან "შენახვა". პირველის შემთხვევაში ნაწარმოები გადადის რედაქციაში, რომლის წაკითხვა-შეფასების პროცესს თავადვე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი (ამ პროცესს საიტის სხვა წევრები ვერ ხედავენ) და შენახვის შემთხვევაში კი ნაწარმოები რჩება თქვენი ნაწარმოებების ნუსხაში გამოუქვეყნებლად, ვიდრე თავად არ გადაწყვეტთ მის გამოქვეყნებას. შესაძლებელია ნაწარმოების რედაქტირებაც, შესაბამისი ოპციის მონიშვნით.

ნაწარმოები ინახება რედაქციაში მანამდე, ვიდრე იგი მინიმუმ ხუთი ქულით არ შეფასდება. ხუთი ქულის დაგროვებისთანავე იგი გადადის სამკითხველოში და ხდება საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. დაწუნებული ნაწარმოები, ანუ, რომელიც რედაქციაში არ შეფასდება 30 დღის განმავლობაში, იშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ეს განყოფილება ივსება ავტომატურად და მასში თავს იყრის ის ნაწარმოებები, რომლებსაც თქვენ სამკითხველოში ეცნობით და მონიშნავთ შესაბამისი ოპციით.

საფოსტო განყოფილება მონიშნულია მტრედის სიმბოლოთი, რომელიც ახალი შეტყობინების შემთხვევაში, ხმოვანი სიგნალით ჯდება გვერდის ზედა, მარჯვენა კუთხეშიც თქვენს სახელთან.

ფოსტით სარგებლობა შეზღუდულია და გადატვირთვის შემთხვევაში მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ამდენად, გირჩევთ, სასურველი წერილები დროულად გადაიტანოთ სხვა სივრცეში, დანარჩენი კი - პერიოდულად წაშალოთ.

საიტის სხვა წევრებთან შეტყობინების გასაგზავნად საჭიროა გადახვიდეთ საიტის წევრის პირად გვერდზე ან ბარათზე და მონიშნოთ შესაბამისი სიმბოლო.